უკატესი
მშრალ ხიდზე რომ სურათების გამოფენა-ბაზრობაა ხომ იცით? აი ის რომ ძველ თბილისში ღვინის აღმართზე გადაიტანო და დააგრძელო დაახლოებით ასე გამოიყურება “ანდრეევსკი სპუსკი” — კიევის ალბათ ყველაზე კოლორიტული ადგილი. რამდენიმე სუვენირი ვიყიდე და იქვე, სურათების გამყიდველი ქალის კალთაში ეს “დამა” შევნიშნე. გადაღების წინააღმდეგი არათუ არ იყო, კამერის დანახვაზე პირობითრეფლექსადქცეული პოზა მიიღო მედიდურად და აუღელვებლად. პატრონმა პირობა ჩამომართვა, რომ “ინტერნეტში გავუშვებდი” და აი, ვასრულებ.
კაცი ნაპირზე
არის მასში რაღაც მეფური და ველური. იგი აფრიკის სავანების ქარს მიყურადებულ თეთრ ლომს ჰგავს. ფერფლისფერი, ჭაღარაშერეული თმა, ლურჯი თვალები და დაუდევრად შეკრეჭილი ბლანჟე ჩიბუხს ითხოვს— ასეთი წარმომდეგინა ბავშვობაში შორეული ნაოსნობის კაპიტნები. მაღალია და ცოტა ზანტი. ხავსივით შეპარვია სხეულს სიმსუქნე. არსად ეჩქარება და არაფრის ეშინია, დასაკარგი უკვე დაკარგა. მზერა აქვს — უშიშარი, ცივი და ცოტა უტიფარი. ასეთებზე ამბობენ “ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო”. საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღირს, თუმცა მეგობრის გვამი ზურგით ატარა, რომ მიწისთვის მიებარებინა უსაფრთხო ადგილას. იგი ბურთა შთამომავალია და ოკეანის ნაპირზე ცხოვრობს ნახევრად დამწვარ სახლში.
note
არასოდეს გამიკეთებია საახალწლო სურვილების სია. შესაბამისად წლის ბოლოს არასოდეს შემიფასებია განვლილი წელი იმის მიხედვით რა ამიხდა/ რას მივაღწიე. წელს გადავწყვიტე. აქ ჩავინიშნავ, ჩემთვის.
1. ფნებ.
2. პრფ.
3. შინ.
ფიქრი # 11
ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა წიგნი გარკვეულ ასაკში უნდა წაიკითხო, ისევე როგორც ყველა გრძნობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოსცადო. ესაა გამოცდილება. გამოცდილება არ არსებობს ცუდი და კარგი. ესაა “სავსე ცხოვრება”. ყველაფერი მოგონებებად ილექება ცნობიერში. ცხოვრების ბოლოს სულ ესაა რაც გრჩება. ადამიანი მაშინ კვდება, როცა მოგონებები უთავდება.
ფიქრი #10
თავს იმ ვირივით ვგრძნობ ორ თივის ზვინს შორის შიმილით რომ მოკვდა. ცხოვრება უამრავ გზას გიჩვენებს, უამრავ საშუალებას გაძლევს, მე კი სულ მეჩვენება რომ რაღაცას ვერ ვიყენებ.
Tag Cloud
ვორდპრესი იმიტომ მიყვარს რომ Tag Cloud აქვს. ამოარჩიე ყველაზე მსუქანი სიტყვები და უკვე იცი ვინ წერს და რაზე.
night chat
hi
hello
so u r in Georgia?
yes
ok . your first location was Dominican Republic…and I thought u were in Dominican Republic.
no, I was not. it was just a joke.
ok
u can delete me
no problem.
no, I’ll keep you
ok ![]()
too beautiful to be deleted
10x ![]()
:*
—– note: The End
არადა, გუშინ ვუპირებდი წაშლას. დავტოვე.
ჩაის დალევთ თუ ყავას?
მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისთვისაც ამ კითხვით არასოდეს მიუმართავთ. მე ძირითადად ჩაის ვირჩევ და ძირითადად არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჩაია.
თუ ადამიანს ჩაი უყვარს, ეს ჩემს თვალში უკვე პლიუსია. ჩაის მოყვარულები სხვანაირები არიან, უფრო სულიერები, უფრო მოფილოსოფოსოები, უფრო საინტერესოები.
მე არ ვიცი, ვარ თუ არა “ჩაის მოყვარულთა” ჭეშმარიტი წარმომადგენელი. უბრალოდ, მთელი ცხოვრება ჩაის ვსვამ. რაც თავი მახსოვს, ყოველი დღე ჩაის დალევით იწყებოდა. სმის პროცესში დღემდე მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაც თბილ ხელს მისვამს თმებზე, დღემდე ყოველი ფინჯანი ერთნაირაად მათბობს და მამშვიდებს და დღემდე ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტია.
ალტრუისტობანა
არავის უყვარს მარტოობა. მათაც კი, ვინც ამბობს რომ უყვარს. არ მჯერა, ვინმე თანახმა იყოს მარადიულ მარტოობაზე. თუ უყვარს და ეს დისკომფორტს არ ანიჭებს წესით უნდა იყოს. მაგრამ ასეთ ადამიანს უბრალოდ ვერ იპოვით. იმიტომ რომ ადამიანები ეგოისტები არიან და მათკენ მიმართული ურთიერთობების გარეშე ვერ ძლებენ თუ იმიტომ რომ ადამიანები ალტრუისტები არიან და ყურადღების ობიექტების გარეშე არ შეუძლიათ ცხოვრება? ყველა ჩვენგანშია ეგოისტიც და ალტრუისტიც, შეიძლება სულაც გაუცნობიერებლად. ვინ იცის, საყვარელი ადამიანებიც იმიტომ გვჭირდება გვერდით, რომ თავად ვიგრძნოთ საყვარელ ადამიანად თავი. ესეიგი, როგორც იტყვიან, ცხოვრება სცენაა, სადაც 2 ეგოისტი ალტრუისტობანას თამაშობს.
ფარდები vs ჟალუზები
დილემის წინაშე ვარ: ფარდები ჯობია, ჟალუზები თუ ორივე ერთად.
როცა რამეზე ვფიქრობ, ვცდილობ ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ ამ საკითხს აღარასოდეს მივუბრუნდე. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ბინას თუ სახლს ეხება. სახლი უნდა იყოს კომფორტული. კომფორტი კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაწყობდეს და გაკმაყოფილებდეს, ყველა დეტალი ხელს უნდა გიწყობდეს სრულ რეაბილიტაციაში, რასაც სახლში ყოფნის პერიოდში უნდა ახდენდე.
ფარდების +ები: ესთეტიკა, სიმყურდოვე, ბევრი ნაჭრები ფანჯრებზე ხმაურს შთანთქამს (ესეც სიმყურდოვეში გადის ალბათ).
ფარდების -ები: ხმაურთან ერთად მტვერსაც შთანთქამს და აგროვებს, მოვლის სირთულე (ჩამოხსნა, გარეცხვა, გაუთავება, დაკიდება), გარეშე თვალისაგან სრული იზოლაციისთვის საჭიროა ორმაგი — სქელი და თხელი ფარდა.
ჟალუზების +ები: მოვლის სიმარტივე, დახურულ მდგომარეობაში გარედან არ ჩანს რა ხდება სახლში.
ჯალუზების -ები: შედარებით ნაკლები ესთეტიურობა.
რა თქმა უნდა სერჩი ამოვქოქე და უამრავი მოსაზრება ვნახე ამ საკითხზე. ეს კი ყველაზე მეტად მომეწონა და გავიზიარე კიდეც:
Curtains and blinds serve two different purposes in my view. Blinds are for privacy. You close them to keep the outside in check, whether it is because there is too much sunlight, or it is dark outside and you do not want to be on the stage, so to speak, in the evening.
Curtains on the other hand, are used for aesthetic purposes as mdt mentioned above, but partially they also give a little privacy too. During the day when you open your blinds you can not see fully from the outside through the semi-translucent curtains. To me a window with blinds and without curtains looks naked.
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გავაკეთებდი თეთრ, ალუმინის ჰორიზონტალურ ჟალუზს და თხელ, ნახევრად გამჭვირვალე ფარდებს. ჟალუზი “დიოს” შევუკვეთე და არც მინანია. 2 სამუშაო დღეში დაამზადეს და 15 წუთში დაამონტაჟეს, მომცეს საგარანტიო ტალონი და გამაცნეს მოხმარების და მოვლის წესები.
ფარდებამდე ჯერ არ მივსულვარ. შემდეგი ეტაპი სამზარეულოს განათებაა.




3 comments