არ მიყვარს
გადავწყვიტე გავაკეთო სია, რა არ მიყვარს. თან დავფიქრდები რაღაც-რაღაცეებზე და გავარკვევ საბოლოოდ მიყვარს თუ არა. სია რა თქმა უნდა სრულყოფილი არ იქნება, თუმცა საინტერესო მგონია მაინც. მაშასადამე, არ მიყვარს:
დილით რომ მაღვიძებს ვინმე ან რამე,
არაქისის კარაქი,
ხალხი ტაქტის გრძნობის გარეშე,
სიცივე,
ობობები და კალიები (სიიდან “ვერ ვიტან”),
სუსტად განათებული ოთახი თუ სინათლე ჭერიდან მოდის,
საჯაროდ რომ მეკითხებიან ჩემს პირადულზე,
ვალდებულებები და მითუმეტეს თუ მათ მახსენებენ,
ამოუხსნელი ამოცანები,
ბრიყვი ადამიანები,
სახლში საჭმლის სუნი,
მტვერი (ყველანაირი),
წვიმა ზღვაზე,
შავ ფონზე თეთრი ასოები,
ძალად ემო ხალხი,
ხელოვნური ყვავილები,
კლასიკური სტილის ავეჯი,
დაბალჭერიანი და “გამოტენილი” სახლები,
ნესტის სუნი,
ჯიპები,
გაუხამებელი თეთრეული,
ტკბილი კბილის პასტები,
თხელყდიანი წიგნები,
ტკბილი ფორთოხალი,
ბადრიჯანი,
ჩაქაფული,
კივი,
სინთეტიკური ტანსაცმელი,
სკანვორდები (კროსვორდებისგან განსხვავებით),
გრამატიკული შეცდომები ტექსტში,
თბილისური ზაფხული (19.07.09)
….
(გადავწყვიტე სია მუდმივად განვაახლო. ახლა მომაწოდა ეს იდეა ერთმა მეგობარმა. რატომაც არა…)


უი კარგი იდეაა მართლაც რატომაც არაა
მეც ხომ არ……ჰმმ
(updated)
ქოქოსის წვენი
მოწუწუნე სტატუსები ფეისბუქზე