ექსპერიმენტი: კრახი
მე ისევ 66 კილო ვარ
წავედი, შავ ზღვაში უნდა დავიხრჩო თავი.
ექსპერიმენტი: მეხუთე დღე
მენიუ: მაწონი, 1 ნაჭერი პური, 100 გ ხაჭო მურაბით, კაპუჩინო, 1 ცალი კატლეტი, ქლიავი, ატამი.
წონა: 65
ექსპერიმენტი: მეოთხე დღე
მენიუ: 100 გ ხაჭო, მწვანე ჩაი, 2 ნაჭერი პიცა, 2 კატლეტი, ქლიავი, ატამი, მწვანე ჩაი.
წონა: 64
მგონი დროზე ადრე დამთავრდება ჩემი ექსპერიმენტი
ექსპერიმენიტი: მესამე დღე
მენიუ: 2 მოხარშული კარტოფილი, 1 ნაჭერი ყველი, 3 “სიროკი” ანუ მოჭიქული ყველეული
, კეფირი, 2 ცალი შემწვარი თევზი, მწვანე ჩაი.
წონა: 65,2კგ.
Love-ტესტი
არავინ მყვარებია ისე რომ ავიტანო ჩუსტებით და ხალათით. (c)ანი გიუნტერი.
რაღაც გადაცემაში თქვა. არ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ ჩამინიშნავს დრაფტებში.
მაშასადამე, თუ გყავთ კანდიდატურა და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს “ისაა”, არსებობს მარტივი და გენიალური საშუალება: ჩააცვით ჩუსტები და შემოსეთ ხალათით (მეტი სიზუსტისთვის უკეთესია, თუ წვერიც ექნება გასაპარსი), ჩასვით სავარძელში, ნტვ-ფუტბოლზე გადაურთეთ და 2-3 დაცლილი ლუდის ბოთლიც მიუდგით გვერდით იატაკზე. თუ ყოველივე ამის შემხედვარე, თქვენ არ იგრძნობთ მსუბუქ გულისრევას, ბრაზს და მისი ტანსაცმლის ფანჯრიდან გადაყრის სურვილს, ე.ი. შარში ხართ.
ექსპერიმენტი: მეორე დღე
მენიუ: ნახ. ქილა მაწონი, 2 ნაჭერი პური, ყავა, 1 ჩუპა-ჩუპსი
, 2 კიტრი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი საზამთრო, მწვანე ჩაი.
წონა: 66
ხო, კიდევ 15 სართული ფეხით ამოვიარე, ლიფტი არ იყო
ექსპერიმენტი: დღე პირველი
10 დღეში 3 კილო უნდა დავიკლო,
ვინაიდან და რადგანაც აგვისტოს ბოლოს მშობლიური აჭარის მონახულებას ვაპირებ და არ მინდა დამსვენებლებს ხედი გავუფუჭო ჩემი ზედმეტი კალორიებით. პრინციპში ზედმეტი სულ რაღაც 2 კილოა (სიმაღლე 174 სმ), მაგრამ ერთიც დლია სტრახოვკი
ე.ი. ვიწონები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, არ ვვარჯიშობ, ვსვამ ბევრ წყალს, ვდებ მთელი დღის მენიუს.
საწყისი პოზიცია: 66 კგ
მენიუ: ნახევარი ქილა მაწონი, 1 ნაჭერი პური, 1 მსხალი, 4 კიტრი, 1 პამიდორი, 1 ნაჭერი ყველი, 100 გრამი ხაჭო, 1 მოხარშული კვერცხი, 2 ვაშლი, მწვანე ჩაი.
პ.ს. არასოდეს მიდიეტია.
სიზმარი #1
ზოგადად, სიზმრებისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ. ზოგჯერ იმდენად აბსურდული, სულელური და სასაცილო სიუჟეტი აქვს ჩემს სიზმარს, რომ გაღვიძებისთანავე სპეცილურად კარგად ვიმახსოვრებ, რომ ვინმეს მოვუყვე. ძირითადად ნანახს ვერ ვიმახსოვრებ და მხოლოდ დღის განმავლობაში რაიმესთან დაკავშირებით მახსენდება.
აი დღესაც, კომენტების კითხვისას გამახსენდა, რომ
ძალიან ბევრი შემოდგომის ფოთოლი ვნახე. ჩემს ფეხებთან ეყარა, სხვადასხვა ფერის. მე ვცდილობდი ამომერჩია რატომღაც ერთი ზომის და სხვადასხვა ფერის ფოთლები.
ბედნიერება

ფაჰრი აიდოსი
ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ
და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას.
ფურცელი წიგნში, წიგნი კი
წიგნებს შორის გადავინახე.
კი, ნუგეშია ესეც ამგვარი
რომ არ დავკარგავ ბედნიერებას
და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ.
თუმცა დილამდე მიმავიწყდა,
რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება
და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ.











7 comments