ნეგატივი
გადავწყვიტე დღეს ადრე დავიძინო. უფრო სწორად, იძულებული ვარ ადრე დავიძინო. და საერთოდ, მთელი მომდევნო კვირა დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება-მოღვაწეობა. სამაგიეროდ მერე დავისვენებ, აუცილებლად წავალ ნ-სთან ქვიშხეთში. იმედია ცოტა მაინც დათბება, თორემ ეს უკვე სასაცილო აღარაა.
როგორმე უნდა გადავიტანო მომავალი კვირა. ამისთვის კი კვირას კარგად უნდა დავისვენო. ანუ მთელი დღე სახლში + კომპიუტერი + წიგნი, ჩემი კარგად დასვენება ხომ ესაა. მაგრამ არ მინდა წინასწარ გეგმების დაწყობა, ცუდად მაქვს დაცდილი.
დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ნახევარი დღეა მასზე ვფიქრობ. ჩემს ბლოგროლში არის და ე.ი. მის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი. ამ ამბის გაგებისთანავე ლინგვისტუსის ერთი პოსტი გამახსენდა, რომელიც თავის დროზე შორეულ მომავალზე დაწერილი მომეჩვენა.
ორშაბათს ჩემს ინტენსიურ დ ახლო ურთიერთობასაც თუ ჩავთვლით პოლიციასთან, ეს კვირა ჯერჯერობით ისევე მძიმედ გრძელდება, როგორც დაიწყო.
პ.ს. ფოტო განწყობისთვის, თორემ ნამეტანი რუხი პოსტი გამოვიდა



ინტერნეტ სივრცეში დარჩენილ კვალზე მეც ბევრი ვიფიქრე… და თითქოს მბოჭავს ეს, როცა თითოეულ პოსტს, ტვიტს ან რამეს ვწერ. ის შეგრძნებაა, რომ როგორ აღიქვამენ ამ ნაწერს, თუ ვინმე ჩემი წასვლის მერე ნახავს.
ბოლოს დამღალა და ახლა უკვე ვცდილობ ყურადღება აღარ მივაქციო.
იმედია შენთან ყველაფერი კარგად მოგვარდება
და სიმძიმე ამ კვირის დასრულებასთან ერთად წავა.
არის ბლოგები, რომელსაც თავისთვის წერენ და ბლოგები. რომელსაც სხვისთვის წერენ. მე ჩემთვის ვწერ და არ ვფიქრობ იმაზე, რას როგორ გამოჩნდება და რას იფიქრებენ.
100 წლის მერე კი, თუკი ვორდპრესი იარსებებს, ისედაც ყველა ახლანდელი ბლოგი საინტერესო იქნება დამიჯერე, როგორც არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი პრეისტორიული ნივთები
რა “ინტენსიურ დ ახლო ურთიერთობა” გქონდა პოლიციასთან ორშაბათს?
რაც მე ამ ზაფხულს ხილით გავსკდი…
და ამ ფოტოს რომ დავხედე, ალუჩა მომინდა ისევ =))
vaime ras ambob vin gardaicvala miramax-is qmari betxovenaaa??????
ხო მარგუშ
(
isterika maqvs, gonze ver movdivar(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((