Love-ტესტი
არავინ მყვარებია ისე რომ ავიტანო ჩუსტებით და ხალათით. (c)ანი გიუნტერი.
რაღაც გადაცემაში თქვა. არ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ ჩამინიშნავს დრაფტებში.
მაშასადამე, თუ გყავთ კანდიდატურა და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს “ისაა”, არსებობს მარტივი და გენიალური საშუალება: ჩააცვით ჩუსტები და შემოსეთ ხალათით (მეტი სიზუსტისთვის უკეთესია, თუ წვერიც ექნება გასაპარსი), ჩასვით სავარძელში, ნტვ-ფუტბოლზე გადაურთეთ და 2-3 დაცლილი ლუდის ბოთლიც მიუდგით გვერდით იატაკზე. თუ ყოველივე ამის შემხედვარე, თქვენ არ იგრძნობთ მსუბუქ გულისრევას, ბრაზს და მისი ტანსაცმლის ფანჯრიდან გადაყრის სურვილს, ე.ი. შარში ხართ.


გენიალური ტესტი მოგიფიქრებია.
უბრალოდ შეიძლება მაგას კიდევ რამოდენიმე დეტალი დავუმატოთ, მაგალითად ნაგვის გატანა და საყიდლებზე წასვლა, და თუ ყოველივე მაგის შემდეგ ერთად ცხოვრების სურვილი შენარჩუნდა, მსგავსი სიყვარულით შექმნილი ოჯახი არასოდეს არ დაინგრევა. არ დაგავიწყდეს რომ ლუდის ცარიელი ბოთლები თავის მხრივ კაცის დიდ გამძლეობაზე მიუთითებს
მე დავამატებდი: თუ მთელი დღე კომპ-თან ზის და ირგვლივ საუზმე-სადილი-ვახშამი, ჩაი, ყავა, პეჩენიები უწყვია. ფლოსტ-გახდილი ცალი შიშველი ფეხი სკამზე უდევს და ნიკაპი – მუხლზე..შარში ვარ?!
prveli varianti gacilebit cudi asatania vidre meore
mara me mgoni egre marto mazoxistebs uyvardebat
თუ ნტვ ფუტბოლი არ მიტაცებს, საერთოდ არ მიყვარს ფეხბურთი (იშვიათად როცა კარგი თამაშია მაშინ ვუყურებ და ეგეც მილიონშჳ ერთხელ არისხოლმე), სასმელსაც იშვიათად ვსვავ და ხალათითაც ძალიან იშვიათად ვჩითავ მაგარი სასიძო ვარ?
არა, საუკეთესო ტესტი გასარეცხი ნასკით კეთდება.
ნწ. სარეცხის მანქანის პირობებში არაეფექტურია.
ე, რა მაგარია. მეც მაქვს ამის მსგავსი მეთოდი. ოღონდ, ბლოგზე ვერ დავწერ. ვერასოდეს:))
აი რა ხდება როდესაც შეყავრებულ წყვილს შორის მურმანის ეკალივით ამოდის ანი გიუნტერის ფრთიანი ფრაზა :დ
მე კალათბურთისა და კოკა-კოლის მოყვარულს ვისი გამონათქვამების უნდა მეშინოდეს? სოფო ჭყონია თუ გვანცა დარასელია ?: D