მარშრუტი: თბილისი-ქვიშხეთი-ბორჯომი-ბაკურიანი-ბათუმი-გონიო. ნაწ.I
ალბათ ყველაზე გრძელი სათაურია ქართული წორდპრესის ისტორიაში
სადღაც ოკამთან ჩემი ყურადღება თოვლიანმა კავკასიონმა მიიქცია.

ასე გამოიყურება “კუკუშკას” ახალი ვაგონი, რომლის ბილეთიც 1 ლარით მეტი ღირს და რომელსაც ძველისგან განსხვავებით სარკმელი ისე მაღლა აქვს, რომ კისერი ძალიან უნდა დაიგრძელო, რომ თავი გაყო. არადა მთელი მუღამი მაგაშია

ქართული რკინიგზის ფერხორციანი წარმომადგენლები

ასე ეპატიჟებოდა ეს ბებო ყველას თავისი მზესუმზირის საყიდლად.

რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ სურათის მარჯვენა კუთხეში მიმაგრებული ჩაქუჩით უნდა ჩაამტვრიოთ ეს ორმაგშუშიანი სათადარიგო გასასვლელი საჭიროების შემთხვევაში.

გული მტკივა ამ გადამწვარი ტყეების დანახვაზე

ასეთი საინტერესო ზარი შევნიშნე ერთერთ სადგურზე.

ბაკურიანის კოლორიტი, უცნაური წარმოშობის ავტომობილი.

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ჭერი.

მტკვრის ხეობა. ხედი ქვიშხეთიდან.

სრულად დადებას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი ფოტოა კიდევ დარჩენილი. თან მეზარება.
ამიტომ 2 ნაწილად გავაკეთებ.


გა-გრძე-ლე-ბა! გა-გრძე-ლე-ბა! (სკანდირებს)
პ.ს. და ცოტა უფრო მაღალი გარჩევადობის სურათებს არ დადებ? თუნდაც რამე ფოტო ჰოსტინგზე
წონა, წონა დასწერე, წონა
და იქ ჩაქუჩი ვერ დავინახე
ველქომ ბაქ
სურათები ცოტა გავადიდე, მარა ხარისხი დაზარალდა.
გარფ, ეგ როგორ უნდა? აქ რომ დავდო თავიდანვე დიდი ზომის ვერა? ახალ პოსტში ანუ.
ბაჩო, არაფერი პროგრესი არაა. მარა არც რეგრესი
))
რა თქმა უნდა, აქაც შეგიძლია დადო, უბრალოდ ფოტოჰოსტინგები ჩემი აზრით ცოტა უფრო მოსახერხებელია ამ მიზნით – ატვირთვაც უფრო ადვილია, განსაკუთრებით ბევრი სურათი თუ გაქვს და ადგილზე მათი “ორგანიზება”.
yahoo–ს ან google–ს აქაუნტი თუ გაქვს, შესაბამისად შეგიძლია ისარგებლო flickr.com ან picasa.google.com
ვორდპრესზე 3 გიგაბაიტია თუ არ ვცდები სივრცე, ესეც საკმარისი უნდა იყოს პრინციპში, მაგრამ მაინც მირჩევნია სურათები და ვიდეოები შესაბამის სერვისებზე შევინახო და იქედან დავდო ბმულები.
გარფ, ანუ ბმულები უნდა დავდო და ეგ არ მომწონს
აუ მაგარია.
კიდევ დადე რა სურათები.