ეგოისტური ბლოგი

იყო და არა იყო რა, ბლოგზე უკეთესი რა იქნებოდა…

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on August 4, 2009

იმედია დიალოგის მონაწილეები არ მიწყენენ : ))

A: Ise sul mainteresebda, es blogi ra xilia?! Kai pontia? Bavshvobashi klasels avyevi da dgiurs vcerdi, ramdeni kvercxobaa exla rom vkitxulob xolme :D :D
Egec egrea xo?

B: კი კი,  ეგრეა ზუსტად. ეგეთ ბლოგს მახათის პონტში ვწერ ხოლმე. მერე ძველ ნაწერებს რომ კითხულობ 2 ვარიანტი მოგდის თავში: “ვა ეს მე დავწერე?” და “რა დებილობაა”.

A: Aha, gansakutrebit roca kitxulob rom skolashi sxva bichi mogconda, ubanshi sxva da kide chatshi calke amala LOOL

B: განსხვავება ისაა, რომ ბლოგზე ბიჭების გარდა, სხვა ბევრ ნაგავსაც წერ. ე.წ. ტვინის “ატხოდებს”. :) ))

A: Ho bunebrivia mashin meti atxodi ar mqonda etyoba :D

C: ბლოგის ფილოსოფიას ზოგადად მეც ვერ ჩავწვდი, რაღც დღიურივითაა, წერენ თავის თავზე ან თავის ნააზრევს, რომელიც ვის რაში აინტერესებს, ან რატო, გაურკვეველია :)
მე არ მესმის არც ბლოგების მწერლების და არც წამკითხველების :)

B:  ზუსტად ისეთივე კომუნიკაციის საშუალებაა, როგორც ჩათი, სოციალური ქსელები, ოღონდ განსხვავებულ რეჟიმში.

C: ვითომ? ნუ ეხლა კომენტებს თუ ჩეთად იყენებენ, რასაც ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ეგ სხვაა, მარა ზოგადად ბლოგი მემგონი სულ სხვა რამეა.

B: ბლოგი არის საკუთარი ტერიტორია ვებსივრცეში. ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყენებს. ხომ არის პროფესიული ბლოგები. ჩემი ერთერთიც მათ შორის. ლიტერატურული ბლოგები, შემეცნებით-გასართობი (აგერ ლინგვისტუსის), ლიტერატურული… მოკლედ ბევრის საშუალებას იძლევა. მთავარია შეძლოს ადამინმა გამოყენება.

C: ხო ნუ არ ვიცი, არასოდეს არ მიუზიდივარ ბლოგებს და არც არასოდეს მიმიზიდავს :)
მე ბლოგი რაღაც ისეთად წარმომიდგენია, პატარაობაში გოგოებს რო დღიური ჰქონდათ ხოლმე და ეხლა ეს იმის ელექტრონული ვერსიაა, არც იმ დღიურების აზრი მესმოდა არც ამ ბლოგების აზრი მესმის, ალბათ ეს უფრო რაღაც ქალის ბუნებაში დევს, არ მიწყინოთ და ჭორიკნული ზახოდები :) ))))))

B: ლოოოოლ მემგონი პროცენტულად ქრთველ ბლოგერებში ბიჭები მეტნი არიან :პ

A:  magasaa rom vchivi mec – raa es blogi tqua da… memgoni roca laparaki ginda da shens xasiatze aravin araa, magisi gamosavalia loooooool

B: აი მაგალითად არტემიი ლებედევის ბლოგი.http://tema.livejournal.com/ ნაღდად ვერ იტყვი რომ მეგობრობის დღიურია :) ))

D: არადა ბლოგებმა ინტერნეტი შეცვალეს… :)

პოეზია ჩემთან

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on March 9, 2009

ბოლო დროს ხშირად მიმიწევს გული ლექსებისკენ. დრო გადის. მე ვიცვლები. რაღაც ჩემთან რჩება, რაღაცას “მოვიხდი” და გამივლის. ამჯერად პოეზია “დამემართა”. გადავწყვიტე გავაკეთო კატეგორია “დღის ლექსი” და განწყობის შესაბამისად ავარჩევ ყოველ დღე თითო ლექსს. ვნახოთ რა გამოვა.

ბლოგერობის 10 ნიშანი

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on January 28, 2009

ყველა ბლოგს უდგება “შემოქმედებითი კრიზისის” ხანა და ეს შესამჩნევია ხოლმე. ზოგი იუთუბის ვიდეოების დადებას იწყებს , ზოგი თითიდან გამოწოვილ თემებზე აკეთებს პოსტებს, ზოგი შთაგონებას სხვა ბლოგებზე ეძებს…  არც მე ვარ გამონაკლისი. რატომ? იმიტომ რომ არ მიყვარს დროში გაყინული ბლოგები. ინტერფეისის შეფასების მერე პირველი რასაც ვუყურებ ბლოგის გაცნობისას ბოლო პოსტის თარიღია. მიმზიდველია ბლოგები, რომელიც მუდმივად ახლდება და ცოცხლობს, თუნდაც სისულელეები ეწეროს. (more…)

ბლოგური იდეები

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on December 9, 2008

ე.ი. დროდადრო მომდის ხოლმე რაღაც იდეები ამ ბლოგთან დაკავშირებით. ზოგი ყოვლად უაზრო და მაშინვე უკუვაგდებ ხოლმე. დავამატე ერთი განყოფილება, სადაც აღვწერ ადამიანებს ვინც ჩემს ცხოვრებაში  ასეთუისე არსებობს. კიდევ დავამატებ ერთ განყოფილებაs, სადაც ჩემს ნივთებს და მათთან დაკავშირებულ მოგონებებს აღვწერ. ჯერჯერობით სულ ესაა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.