ეგოისტური ბლოგი

ბედნიერება

Posted in დღის ლექსი by noemberi on August 18, 2009
44834945_happiness_by_wint3r88
ფაჰრი აიდოსი

ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ
და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას.
ფურცელი წიგნში, წიგნი კი
წიგნებს შორის გადავინახე.
კი, ნუგეშია ესეც ამგვარი
რომ არ დავკარგავ ბედნიერებას
და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ.

თუმცა დილამდე მიმავიწყდა,
რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება
და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ.

*** (ჰაიკუ)

Posted in დღის ლექსი by noemberi on April 18, 2009

იაცკა ისიხარა

ნისლი დაეშვა.
ნისლს გავაგდებთ.
ჩვენ კვლავ ვიცეკვებთ.

ეგოიზმი

Posted in დღის ლექსი by noemberi on March 9, 2009

ზაქირ აზამათი

დაეყრდნო თავს შენსას
რათა არ დაეცე

შეიყვარო თავი შენი
ნუგეშიცემისთვის

და ყოველ დილით
სალამ-ქალამი უთხრა შენს თავს
საკუთარი სიტყვა-პასუხი რომ გაიგონო

ბედნიერებაა რომ ვარსებობ
თორემ ნაღველს მივეცემოდი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.