პატარა ადამიანები
პატარა ადამიანები პატარა სახლებში ცხოვრობენ, თავისი პატარა ცხოვრებით.
ყოველ დილით პატარა სამზარეულოებში ცხელ ყავას მიირთმევენ პატარა ფინჯნებით, თან პატარა ტელევიზორს უყურებენ ცალი თვალით.
მერე თავის პატარა მანქანებში ჯდებიან და სამსახურებში მიიჩქარიან, რომ პატარა საქმეები აკეთონ.
პატარა დღეც მალე მთავრდება და ისევ პატარა სახლებში მოიჩქარიან, რომ თავიანთი გადაღლილი პატარა ტვინები პატარა ლოგინებში პატარა ბალიშებზე დაასვენონ.
მეორე დღეს კი ისევ პატარა დღე იწყება, პატარა ცხოვრება გრძლდება და ასე გადის დიდი დრო.
ადამიანებზედ
ბოლო დროს გარკვეული პროფესიის ადამიანებთან მიწევს ყოველდღიური კონტაქტი. ისინი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან ადამიანის სიცოცხლესთან. მოკლედ, ისინი ქირურგები არიან.
ჩემი დაკვირვების ობიექტია ორივე მხარე. ანუ ექიმი და პაციენტი. მე თვითონაც გავოცდი, იმდენი რამე აღმოვაჩინე და გამიკვირდა. (more…)
რატომ
1. რატომ სჭირდება ადამიანს სილის გალაწუნება, იმისთვის რომ დაინახოს და დააფასოს რაც აქვს?
2. რატომ ცდილობენ ადამიანები საკუთარ წარუმატებლობაში ყველაზე ბოლოს საკუთარი თავის დადანაშაულებას (თუკი ასეთი რამე ხდება საერთოდ)?
3. რატომ ხდება, რომ როცა ადამაინს აგრძნობინებ რომ მისი გესმის და ცდილობ და ეხმარები ყველანაირად, არ სარგებლობ საკუთარი უპირატესობით, მერე ვალდებულად გთვლის ეს გააკეთო?
4. რატომ არ ესმით ადამიანებს, რომ გაქვს უფლება იყო ცუდ ხასიათზე და ამის გამო თქვა უარი მათთან ერთად გართობაზე?
5. რატომ გადადიან უცნობი ადამიანები საუბრის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთში “შენობით” მიმართვაზე?
6. რატომ ხდება ხოლმე აუცილებელი ადამიანს დაანახო შენი უარესი მხარე, იმისათვის რომ იცოდეს — “სპასობნი” ხარ ?
(რამოდენიმე “რატომ” ჩემი ცხოვრებიდან)
გაგრძელება იქნება. ალბათ….


5 comments