ეგოისტური ბლოგი

მარშრუტი: თბილისი-ქვიშხეთი-ბორჯომი-ბაკურიანი-ბათუმი-გონიო. ნაწ.I

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on September 2, 2009

ალბათ ყველაზე გრძელი სათაურია ქართული წორდპრესის ისტორიაში :)

სადღაც ოკამთან ჩემი ყურადღება თოვლიანმა კავკასიონმა მიიქცია.

IMG_0414

ასე გამოიყურება “კუკუშკას” ახალი ვაგონი, რომლის ბილეთიც 1 ლარით მეტი ღირს და რომელსაც ძველისგან განსხვავებით სარკმელი ისე მაღლა აქვს, რომ კისერი ძალიან უნდა დაიგრძელო, რომ თავი გაყო. არადა მთელი მუღამი მაგაშია :)

IMG_0418

ქართული რკინიგზის ფერხორციანი წარმომადგენლები :)

IMG_0421

ასე ეპატიჟებოდა ეს ბებო ყველას თავისი მზესუმზირის საყიდლად.

IMG_0422

რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ სურათის მარჯვენა კუთხეში  მიმაგრებული ჩაქუჩით უნდა ჩაამტვრიოთ ეს ორმაგშუშიანი სათადარიგო გასასვლელი საჭიროების შემთხვევაში.

IMG_0423

გული მტკივა ამ გადამწვარი ტყეების დანახვაზე :(

IMG_0424

ასეთი საინტერესო ზარი შევნიშნე ერთერთ სადგურზე.

IMG_0428

ბაკურიანის კოლორიტი, უცნაური წარმოშობის ავტომობილი.

IMG_0436

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ჭერი.

IMG_0471

მტკვრის ხეობა. ხედი ქვიშხეთიდან.

IMG_0472

სრულად დადებას ვაპირებდი, მაგრამ  ბევრი ფოტოა კიდევ დარჩენილი.  თან მეზარება.

ამიტომ 2 ნაწილად გავაკეთებ.

ხმელი ვირთევზა

ჩემს წინ კიდია კედელზე, ზუსტად მონიტორის უკან. ამ ზაფხულს მაჩუქა …-მ. წიგნების თაროზე მოვკარი თვალი. მეგონა ხელოვნური იყო. ადრე ვირთევზა არსად მინახავს, მულტფილმების და კრიკატურების გარდა. ანუ ნატურალური სახით არც ფოტოზე მინახავს, არც ტვ-ში. არც არასოდეს დავფიქრებულვარ რომ ისინი მართლა არსებობდნენ. და საერთოდ რატომღაც არასოდეს მიფიქრია ვირთევზებზე.

ბათუმში უყიდია 2 ცალი.  ვიღაც კაცი ბულვარში ყიდიდაო, ბედნიერების მომტანიაო (მგონი დაიჯერა) და ერთი ცალი შენ გქონდესო.

კოსტავაზე ვიყავით, მამამისის სახლში. სტუდენტობას მაგონებს ეს სახლი. უნივერსიტეტიდან ფეხით მოვდიოდით ხოლმე, თან ვჭორაობდით, თან მზესუმზირას ვჭამდით. პეკინის და მიცკევიჩის კუთხეში პონჩიკებს ვყიდულობდით. სახლში დედამისი გვხვდებოდა. ყოველთვის ჰქონდა ნამცხვარი ან შოკოლადი. მერე მამამისი შემოირბენდა, ენერგიული, ხმაურიანი…. (გამახსენდა, ასე იგონებენ ხოლმე ბებია-ბაბუები ახალგაზრდობის წლებს. ხომ არ ვბერდები?)

ვგრძნობ, რომ მასაც ენატრება ხოლმე ის დრო. აბა რატომ მოდის აქ, ცარიელ სახლში, მარტო, როცა ჯერ ერთ ბავშვს სკოლაში დატოვებს, მეორეს ძიძას ჩააბარებს. ან იქნებ დედის მონატრებას მოჰყავს? არ ვიცი, შეგნებულად არ ვეკითხები. ასეთ რამეებზე არ საუბრობს.

ახლაც, მთხოვა კოსტავაზე დამტოვეო. გამიკვირდა, მაგრამ არ მიკითხავს. შენც ამოდი, რამე ვქნათო. რათქმა უნდა ავედი. დავლიეთ ჩაი და ყავა. გადავდე ის საქმე, სადაც მეჩქარებოდა. ვილაპარაკეთ ათას რამეზე, ძირითადად ჩვენს პრობლემებზე. არაფერი მოგვიგონია და გაგვიხსენებია. მაგრამ ისე კარგად ვიყავით, ისე არ ვჩქარობდით დავბრუნებოდით ჩვენს ცხოვრებას…

ეს სიფრიფანა ვირთევზას ფიტული ყოველთვის იმ შეგრძნებას მომაგონებს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.