ეგოისტური ბლოგი

ბედნიერება

Posted in დღის ლექსი by noemberi on August 18, 2009
44834945_happiness_by_wint3r88
ფაჰრი აიდოსი

ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ
და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას.
ფურცელი წიგნში, წიგნი კი
წიგნებს შორის გადავინახე.
კი, ნუგეშია ესეც ამგვარი
რომ არ დავკარგავ ბედნიერებას
და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ.

თუმცა დილამდე მიმავიწყდა,
რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება
და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ.

c’est la vie

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on March 17, 2009

დიდი ხანია აღარაფერი (ა)მაღელვებს საიდანღაც ულოგიკოდ გამომხტარი ქვეითების გარდა. მივეჩვიე, რომ ყველაფერი ხდება, კარგიც, ცუდიც და ისე რაც.   c’est la vie…

დღეს ჰაუსის ახალ სერიას ვუყურებდი და იქ ამბობს უილსონი, რომელიც შიზოფრენიკი ძმის სანახავად იყო მისული ბევრი წლის შემდეგ. მეგონაო, რომ ეს შეხვედრა ან ძალიან ცუდი იქნებოდა, ან ძალიან კარგიო. მაგრამ უბრალოდ შეხვედრა იყოო.

ხოდა გავიფიქრე, რომ ჩვენ ადამინები ზოგადად მაქსიმალისტები ვართ ცხოვრების მიმართ. თუ ბედნიერები არ ვართ, ე.ი. უბედურები ვართ. არ გვესმის, რომ შეიძლება არაფერი არ ხდებოდეს. უფრო სწორად, რაღაცეები ხდებოდეს რეზულტატის გარეშე, ისე, თავისით, ჩვენს გვერდით. ყველაფერში მიზეზს და შედეგს ვეძებთ.

იმავე სერიაში ჰაუსი ეკითხება ზემოთხსენებულ უილსონს, რომლიც თავის მხრივ მგრძნობიარე და ალტრუისტ ადამიანს წარმოადგენს: “რატომ გგონია, რომ  თუ ქვეყანა იქცევა შენ აუცილებლად მხარი უნდა შეუშვირო?” მომეწონა.

ისე, ალტრუისტები რომ არა, ვინ იზრუნებდა ჩემნაირ ეგოისტებზე? :  P

Follow

Get every new post delivered to your Inbox.