16.08.09
ჩემს კორპუსთან, გზის პირასაა. არ ვიცი რა ხეა, მაგრამ ყველაზე ადრე იცვლის ფერს და მთლიანად ოქროსფერი ხდება. დღეს პირველი ყვითელი ფოთოლი შევნიშნე და უკვე ვგრძნობ შემოდგომას .

წერტილი წრფეზე
რაც თავი მახსოვს, მინიმუმ ორჯერ წელიწადში ამ გზას გავდიოდით. ერთხელ სააღდგომოდ, მეორედ ზაფხულში, რამდენიმე კვირის სოფელში გასატარებლად. გზა ხეობაში მიდიოდა, პატარა მდინარეს მიუყვებოდა. არ მიყვარდა ეს გზა. ერთიდაიგივე პაიზაჟი მალე მბეზრდებოდა. ხეები, ხეები… არაფერი საინტერესო. (more…)
სადღაც, ბავშვობაში
რამდენი ხანია არ მიფრენია. სიზმარში, რა თქმა უნდა. დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, მანქანა რომ ბორცვს გადაუვლის მაღალი სიჩქარით და მერე ერთბაშად დაეშვება. თითქოს გული გრავიტაციას არ ემორჩილება შენგან განსხვავებით და ჰაერში გრჩება. (more…)


2 comments