ექსპერიმენტი: დღე პირველი
10 დღეში 3 კილო უნდა დავიკლო,
ვინაიდან და რადგანაც აგვისტოს ბოლოს მშობლიური აჭარის მონახულებას ვაპირებ და არ მინდა დამსვენებლებს ხედი გავუფუჭო ჩემი ზედმეტი კალორიებით. პრინციპში ზედმეტი სულ რაღაც 2 კილოა (სიმაღლე 174 სმ), მაგრამ ერთიც დლია სტრახოვკი
ე.ი. ვიწონები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, არ ვვარჯიშობ, ვსვამ ბევრ წყალს, ვდებ მთელი დღის მენიუს.
საწყისი პოზიცია: 66 კგ
მენიუ: ნახევარი ქილა მაწონი, 1 ნაჭერი პური, 1 მსხალი, 4 კიტრი, 1 პამიდორი, 1 ნაჭერი ყველი, 100 გრამი ხაჭო, 1 მოხარშული კვერცხი, 2 ვაშლი, მწვანე ჩაი.
პ.ს. არასოდეს მიდიეტია.
ფიქრი #7
ვკითხულობ ჰიუსტონის ბლოგზე პოლო პოსტს, სადაც ექსპერიმენტის მსვლელობისას ჩაის, ყავის და შოკოლადის აკრძალვაზეა საუბარი და…. :spy: შოკოლადი არ მიჭამია თვეზე მეტია და ეს ახლა მახსენდება. ნუთუ აღარ მიყვარს ის, რაც საკვები პროდუქტებიდან ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის?
კიკი-ბუბა
სინესთეზია —ლათინურად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც “თანაშეგრძნება”, არის აღქმის ტიპი, როცა ერთერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის სპეციფიური შეგრძნების გარდა აღმოცენდება სხვა ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სინესთეზიის კლასიკური მაგალითია, როცა შავით თეთრზე ნაწერის დანახვისას ასოებს აღიქვამენ (და არა “ხედავენ”) სხვადასხვა ფრად. პირველად ამ მოვლენას (more…)


5 comments