მარშრუტი: თბილისი-ქვიშხეთი-ბორჯომი-ბაკურიანი-ბათუმი-გონიო. ნაწ.I
ალბათ ყველაზე გრძელი სათაურია ქართული წორდპრესის ისტორიაში
სადღაც ოკამთან ჩემი ყურადღება თოვლიანმა კავკასიონმა მიიქცია.

ასე გამოიყურება “კუკუშკას” ახალი ვაგონი, რომლის ბილეთიც 1 ლარით მეტი ღირს და რომელსაც ძველისგან განსხვავებით სარკმელი ისე მაღლა აქვს, რომ კისერი ძალიან უნდა დაიგრძელო, რომ თავი გაყო. არადა მთელი მუღამი მაგაშია

ქართული რკინიგზის ფერხორციანი წარმომადგენლები

ასე ეპატიჟებოდა ეს ბებო ყველას თავისი მზესუმზირის საყიდლად.

რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ სურათის მარჯვენა კუთხეში მიმაგრებული ჩაქუჩით უნდა ჩაამტვრიოთ ეს ორმაგშუშიანი სათადარიგო გასასვლელი საჭიროების შემთხვევაში.

გული მტკივა ამ გადამწვარი ტყეების დანახვაზე

ასეთი საინტერესო ზარი შევნიშნე ერთერთ სადგურზე.

ბაკურიანის კოლორიტი, უცნაური წარმოშობის ავტომობილი.

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ჭერი.

მტკვრის ხეობა. ხედი ქვიშხეთიდან.

სრულად დადებას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი ფოტოა კიდევ დარჩენილი. თან მეზარება.
ამიტომ 2 ნაწილად გავაკეთებ.
ფირუზის მძივი
მგონი აგვისტო იყო. 2 თუ 3 წლის წინ. თბილისში ხვატი იდგა. ყაზბეგის ქუჩით მელიქიშვილზე ჩამოვდიოდი, სტანდარტ-ბანკში კომუნალური უნდა გადამეხადა. ქუჩის ბოლოში, ბანკის ფანჯრის რაფაზე მოხუცი ქალი იჯდა. ზუსტად ისეთი, ძველ რუსულ ფილმებში რომ არიან “ბაბუშკები”, ნიკაპთან შეკრილი თავსაფრით, თეთრი, დაჭმუჭნული კანით და ასაკისთვის შეუფერებელი ზღვისფერი თვალებით…. საერთოდ, ადამიანის გარეგნობაში ყველაფერი იცვლება ასაკთან ერთად, თვალის ფერადი გარსის გარდა. მარტივი ასახსნელია: თვალები სულის სარკეა, სული კი არამატერიალურია და არასოდეს ბერდება.
მოხუცი მძივებს ყიდდა. ძალიან ლამაზი იყო ყველა, თუმცა ძველმოდური. მოკლე მძივები იყო. ასეთს ახლა აღარავინ ატარებს. ნეფრიტი და ფირუზი მომეწონა, დამუშავებული ერთი ზომის ბურთულები. ამასობაში იმდენი გამვლელი დაინტერესედა, რომ ნეფრიტი თვალწინ “ამახიეს”. მოხუცს ბავშვივით უხაროდა.
ჰოდა ამდენი ხანია მიგდია ეს ფირუზის მძივი, არცერთხელ არ გამომიყენებია. დღეს შემთხვევით გამახსენდა და ბევრი წვალების შემდეგ ახალი სამაჯური მაქვს. მგონი ცუდი არ გამოვიდა : )))
დეფიციტი
ახალ განყოფილებას ვამატებ.
“პრიკოლი” სურათები, რომელიც ცხოვრებაში მხვდება.
თუმცა ეს სურათი მაინცადამაინც სასაცილო არ უნდა იყოს, თუ ღრმად და საფუძვლიანად დავფიქრდებით.
თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკის ხელსაბანთან ასეთ სურათს იხილავთ. უკმაყოფილო პერსონალს აღშფოთებული ტონის ხაზგასასმელად ბოლოში “!”-იც დაუსვამს.





6 comments