ეგოისტური ბლოგი

Best Ads

Posted in კრეატივი by noemberi on August 14, 2009

რეკლამები ჩემი საყვარელი თემაა, როგორც ზოგადად კრეატივი.

ახლაც ვზივარ და youtube-ზე საუკეთესო რეკლამებს ვათვალიერებ.

დავდებ, რამდენიმეს, რომელიც განსაკუთრებით მომეწონა.

1. აუდის ფანი არ ვარ, მაგრამ რეკლამა უდაოდ ერთერთი საუკეთესოა.

2.ნუ არც მთლად ასეა საქმე :)

3.  იმედია მიხვდით რას  აწარმოებს  JOCKEY :)

ქართული კრეატივი ანუ კრეატივი ქართულად

Posted in კრეატივი by noemberi on April 18, 2009

surati005პირველად რომ გავიარე ამ ადგილას და ეს “მონუმენტი” დავინახე, ჯერ დაახლოებით ისეთი ემოცია მქონდა, ფორუმზე რომ სმაილიკია :spy:, მეორე რიგში გავიფიქრე აუცილებლად ბლოგზე დავდებ მეთქი.

მართალია ეს თვეზე მეტი ხნის წინ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ა ქვს. და აი ის აქაა, ჩემს ბლოგზე, ქართული კრეატივის ნიმუში!

ოღონდ როცა უყურებ სულ დაძაბული ხარ,  იმ ჯაჭვებივით, გაურკვევლი მიზნით და მიზეზით ეს სრულიად ჩვეულებრივი, ქართული ნიადაგის უზარმაზარი ნიმუში რომ დაჰკიდეს.

არის ამაში რაღაც სასტიკი, დამთრგუნველი.

surati008

პ.ს. გვერდით მდგომი რესტორნის გარე დიზაინი, რომელსაც სავარაუდოდ ეს ლოდიც ეკუთვნის, ასევე აღნიშვნის ღირსია.

კრეატივი და მსოფლიო კრიზისი

Posted in კრეატივი by noemberi on December 12, 2008

ფიქრთა ჯაჭვს უკან გავყევი და როგორც იქნა მივაგენი იმას, რაზეც მინდოდა დამეწერა.  წეღან მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში, მერე ის ჰაუსის (House M.D.)  საყურებლად გაიქცა და მე შემატოვა ეს ფიქრები. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მეტად პრაგმატულები უნდა გავხდეთ. იმან გადაწყვიტა თავისი ორი დიპლომი დროებით თაროზე შემოდოს და “ხელობა” ისწავლოს. ჩემი პროფესია ისედაც ძალიან ახლოსაა “ხელობასთან”. ჯერ ერთი რომ პრაქტიკულია და მასობრივად მოთხოვნადია, მეორეც — ფიზიკური სამუშაოა ამ სიტყვის სრული გაგებით. თუმცა ჩემთვის ხელოვნებაა. ამ რანგში აყვანა ყველა პროფესიის შეიძლება, თუ შემოქმედებითად ანუ კრეტიულად მივუდგებით.

კრეატივი — ჩავიციკლე ამ თემაზე და 2 დღე ყველა მხრიდან ვაბრუნე გუგლში. პირველი რაც ამ სიტყვაზე ალბათ ყოველთვის გამახსენდება არის ფოტო, რომელზეც ჩანს მამაკაცის ქვედა ნახევრის ცალი მხარე ლურჯ საცვალში, ცალი ხელი და ხელში პრეზერვატივი ფერადი სითხით (ბევრი ფერები). სითხე ასოცირდება კრეატიულობასთან. ფოტოს აქვს წარწერა:   Our creative comes from whithin.

ღმერთმა იცის ეს კრიზისი თუ ეკონომიკური არმაგედონი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ საქმე თუ ფიზიკურ გადარჩენამდე მივიდა შენი კრეატიულობა, რომელიც დღეს ასე ძვირად ფასობს მსოფლიოში ვიღას დასჭირდება. თუმცა კრეატიული ადამიანები ყოველთვის იქნებიან, მიუხედავად იმისა, არის მათზე მოთხოვნა თუ არა. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში სწორედ ისინი ამოძრავებდნენ პროგრესის მანქანას, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

საინტერესოა, გაუძლებს მსოფლიო შიმშილს ის საზოგადოებრივი ფასეულობები რაც თუნდაც უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში კაცობრიობამ მოიპოვა?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.