ეგოისტური ბლოგი

პატარა ადამიანები

pataraპატარა ადამიანები პატარა სახლებში ცხოვრობენ, თავისი პატარა ცხოვრებით.

ყოველ დილით პატარა სამზარეულოებში ცხელ ყავას მიირთმევენ პატარა ფინჯნებით, თან პატარა ტელევიზორს უყურებენ ცალი თვალით.

მერე თავის პატარა მანქანებში ჯდებიან და სამსახურებში მიიჩქარიან, რომ პატარა საქმეები აკეთონ.

პატარა დღეც მალე მთავრდება და ისევ პატარა სახლებში მოიჩქარიან, რომ თავიანთი გადაღლილი პატარა ტვინები პატარა ლოგინებში პატარა ბალიშებზე დაასვენონ.

მეორე დღეს კი ისევ პატარა დღე იწყება, პატარა ცხოვრება გრძლდება და ასე გადის დიდი დრო.

სადღაც, ბავშვობაში

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on February 24, 2009

რამდენი ხანია არ მიფრენია. სიზმარში, რა თქმა უნდა. დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, მანქანა რომ ბორცვს გადაუვლის მაღალი სიჩქარით და მერე ერთბაშად დაეშვება. თითქოს გული გრავიტაციას არ ემორჩილება შენგან განსხვავებით და ჰაერში გრჩება. (more…)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.