ეგოისტური ბლოგი

ადამიანებზედ

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on March 11, 2009

ბოლო დროს გარკვეული პროფესიის ადამიანებთან მიწევს ყოველდღიური კონტაქტი. ისინი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან ადამიანის სიცოცხლესთან. მოკლედ, ისინი ქირურგები არიან.

ჩემი დაკვირვების ობიექტია ორივე მხარე. ანუ ექიმი და პაციენტი. მე თვითონაც გავოცდი, იმდენი რამე აღმოვაჩინე და გამიკვირდა. (more…)

კრეატივი და მსოფლიო კრიზისი

Posted in კრეატივი by noemberi on December 12, 2008

ფიქრთა ჯაჭვს უკან გავყევი და როგორც იქნა მივაგენი იმას, რაზეც მინდოდა დამეწერა.  წეღან მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში, მერე ის ჰაუსის (House M.D.)  საყურებლად გაიქცა და მე შემატოვა ეს ფიქრები. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მეტად პრაგმატულები უნდა გავხდეთ. იმან გადაწყვიტა თავისი ორი დიპლომი დროებით თაროზე შემოდოს და “ხელობა” ისწავლოს. ჩემი პროფესია ისედაც ძალიან ახლოსაა “ხელობასთან”. ჯერ ერთი რომ პრაქტიკულია და მასობრივად მოთხოვნადია, მეორეც — ფიზიკური სამუშაოა ამ სიტყვის სრული გაგებით. თუმცა ჩემთვის ხელოვნებაა. ამ რანგში აყვანა ყველა პროფესიის შეიძლება, თუ შემოქმედებითად ანუ კრეტიულად მივუდგებით.

კრეატივი — ჩავიციკლე ამ თემაზე და 2 დღე ყველა მხრიდან ვაბრუნე გუგლში. პირველი რაც ამ სიტყვაზე ალბათ ყოველთვის გამახსენდება არის ფოტო, რომელზეც ჩანს მამაკაცის ქვედა ნახევრის ცალი მხარე ლურჯ საცვალში, ცალი ხელი და ხელში პრეზერვატივი ფერადი სითხით (ბევრი ფერები). სითხე ასოცირდება კრეატიულობასთან. ფოტოს აქვს წარწერა:   Our creative comes from whithin.

ღმერთმა იცის ეს კრიზისი თუ ეკონომიკური არმაგედონი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ საქმე თუ ფიზიკურ გადარჩენამდე მივიდა შენი კრეატიულობა, რომელიც დღეს ასე ძვირად ფასობს მსოფლიოში ვიღას დასჭირდება. თუმცა კრეატიული ადამიანები ყოველთვის იქნებიან, მიუხედავად იმისა, არის მათზე მოთხოვნა თუ არა. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში სწორედ ისინი ამოძრავებდნენ პროგრესის მანქანას, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

საინტერესოა, გაუძლებს მსოფლიო შიმშილს ის საზოგადოებრივი ფასეულობები რაც თუნდაც უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში კაცობრიობამ მოიპოვა?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.