ეგოისტური ბლოგი

ნაწ II

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on September 6, 2009

როგორც იქნა მოვიცალე. მაშ ასე, გადავინაცვლოთ  მზიან (თუ გაგიმართლა) აჭარაში.

ამ სურათს ზამთარში შევხედავ ხოლმე.

ძალიან მომწონს ეს ხედი, 3 სხვადასხვა ფერის მთა.

IMG_0482

გონიოს სანაპირო. ხედი სასტუმროს აივნიდან. ცენტრში ბარ “ვიტამინის” შესასვლელი, სადაც უსაშინლესი მომსახურებაა და ოფიციანტები იტყუებიან.

IMG_0489

ერას ტბა და ახალი სასტუმრო შერატონი, რომელიც აჭარის სანაპიროს ყველა წერტილიდან ჩანს. მიუხედავად ხედის სილამაზისა, ტირიფის ქვეშ მიგდებული ერთჯერადი პარკი მიგახვედრებთ, რომ ეს საქართველოა.

IMG_0497

ასეთი საინტერესო და ორიგინალური ღობე აქვს ბათუმის ზოოპარკს.

IMG_0493

ალბინოსი კენგურუ, რომელიც ბოცვერს უფრო ჰგავს.

IMG_0496

“დატყვევებული ბუნება”. როგორ ჟღერს? :)

IMG_0510

ისევ ერას ტბა. რას ნიშნავს ეს “ერა” მაინც ვერ გავიგე.

IMG_0516

ლამაზი აივანია, არადა ეს მცენარეები უქოთნოდ იზრდებოდნენ,  კაკ ნე სტრანნო. სურათის ხარისხზე ბოდიშს ვიხდი.

IMG_0517


მგონი ბათუმის ყველაზე ლამაზი შენობაა.

IMG_0519

იძულებული ვარ დანარჩენი მესამე ნაწინალ გავაკეთო. ბევრი ფოტო დამრჩა და ძალიან ნელა აბამს.

მწვანე ონიქსის სპილოები

ორი ცალი მყავს. დედა და შვილი, ან შეიძლება მამა და შვილი. სამწუხაროდ გენიტალიები არ ეტყობათ.  3 წლის წინ ვიყიდე კიევში, კრეშატიკზე მიწისქვეშაში.

იმ ღამით მოვფრინავდით. გადავწყვიტეთ დარჩენილი რამდენიმე საათი საკუთარი შეხედულებისამებრ გაგვეტარებინა ორივეს. ანუ კი არ გადავწყვიტეთ, ასე გამოვიდა და მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. “იმას” ადგილობრივმა (more…)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.