ეგოისტური ბლოგი

ალტრუისტობანა

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on January 4, 2011

არავის უყვარს მარტოობა. მათაც კი, ვინც ამბობს რომ უყვარს. არ მჯერა, ვინმე თანახმა იყოს მარადიულ მარტოობაზე. თუ უყვარს და ეს დისკომფორტს არ ანიჭებს წესით უნდა იყოს. მაგრამ ასეთ ადამიანს უბრალოდ ვერ იპოვით.  იმიტომ რომ ადამიანები ეგოისტები არიან და  მათკენ მიმართული ურთიერთობების გარეშე ვერ ძლებენ თუ იმიტომ რომ ადამიანები ალტრუისტები არიან და ყურადღების ობიექტების გარეშე არ შეუძლიათ ცხოვრება? ყველა ჩვენგანშია ეგოისტიც და ალტრუისტიც, შეიძლება სულაც გაუცნობიერებლად. ვინ იცის, საყვარელი ადამიანებიც იმიტომ გვჭირდება გვერდით, რომ თავად ვიგრძნოთ საყვარელ ადამიანად თავი. ესეიგი, როგორც იტყვიან, ცხოვრება სცენაა, სადაც 2 ეგოისტი ალტრუისტობანას თამაშობს.

თეატრალური

ბოლოსდაბოლოს მოვახრხეთ “მოხუც ჯამბაზებზე”  წასვლა. მე მაინცდამაინც არ მქონდა სათეატრო განწყობა, მაგრამ ბილეთები 1 კვირით ადრე გვქონდა დაჯავშნული, თან M ისეთი მონდომებული იყო, უარი რომ მეთქვა აღარასოდეს დამელაპარაკებოდა.

არა, უნდა ვაღაირო რომ ჯერ კიდევ წინა სეზონზე მინდოდა ამ სპექტაკლის ნახვა, მაგრამ დღემდე ანშლაგით მიდის და რა გასაკვირია რომ აქამდე ვერ მოვახერხეთ.

რუსთაველის მცირე დარბაზში საშინლად მოუხერხებელი სკამებია, ჩვეულებრივი, ოთახის სკამები, არარბილი. მართალია სახელურებით, მაგრამ ეგ დიდი ვერაფერი შეღავათია, როცა ხერხემალი ხმელ საზურგეზე დაგენგრევა და სხეულის ყველაზე ფუმფულა ადგილები გაგიბრტყელდება. მე თუ მკითხავ, ორ მოქმედებიანი სპექტაკლები საერთოდ არ უნდა იდგმებოდეს მანდ.

თან საშინლად ცხელოდა დარბაზში. არ ვიცი მსახიობების საპატიო ასაკის  და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათავლისწინებით გამორთეს შეიძლება კონდიციონერები.

სპექტაკლი იყო დრამის და საოპერო ჟანრის მსახიობებზე, რომლებიც უკანასკნელ წლებს მოხუცებულთა პანსიონში ატარებენ და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს პირად ცხოვრებაში წარმატება არ ჰქონია და ყველაფერი თეატრს შესწირეს, არცერთი წუთით არ ნანობენ ამას. მათ სცენა უფრო ენატრებათ, ვიდრე დიდი ხნის უნახავი შვილები.

ბოლო ხანს ხშირად ვფიქრობ რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში. და მივედი დასკვნამდე რომ ოჯახი. ეს არის ის, რაშიც ყევლაზე კარგად ახდენ საკუთარი თავის რეალიზაციას, ანუ ახალ ადამიანში. ეს არის ის ფორმა და საშუალება რითიც შენ რჩები ამქვეყნად.

მგონია, რომ დროულად მივხვდი ამას და მიხარია.

პ.ს. ფოტოები სპექტაკლიდან.

droebiti

droebiti 1

Follow

Get every new post delivered to your Inbox.