მარშრუტი: თბილისი-ქვიშხეთი-ბორჯომი-ბაკურიანი-ბათუმი-გონიო. ნაწ.I
ალბათ ყველაზე გრძელი სათაურია ქართული წორდპრესის ისტორიაში
სადღაც ოკამთან ჩემი ყურადღება თოვლიანმა კავკასიონმა მიიქცია.

ასე გამოიყურება “კუკუშკას” ახალი ვაგონი, რომლის ბილეთიც 1 ლარით მეტი ღირს და რომელსაც ძველისგან განსხვავებით სარკმელი ისე მაღლა აქვს, რომ კისერი ძალიან უნდა დაიგრძელო, რომ თავი გაყო. არადა მთელი მუღამი მაგაშია

ქართული რკინიგზის ფერხორციანი წარმომადგენლები

ასე ეპატიჟებოდა ეს ბებო ყველას თავისი მზესუმზირის საყიდლად.

რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ სურათის მარჯვენა კუთხეში მიმაგრებული ჩაქუჩით უნდა ჩაამტვრიოთ ეს ორმაგშუშიანი სათადარიგო გასასვლელი საჭიროების შემთხვევაში.

გული მტკივა ამ გადამწვარი ტყეების დანახვაზე

ასეთი საინტერესო ზარი შევნიშნე ერთერთ სადგურზე.

ბაკურიანის კოლორიტი, უცნაური წარმოშობის ავტომობილი.

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ჭერი.

მტკვრის ხეობა. ხედი ქვიშხეთიდან.

სრულად დადებას ვაპირებდი, მაგრამ ბევრი ფოტოა კიდევ დარჩენილი. თან მეზარება.
ამიტომ 2 ნაწილად გავაკეთებ.
ნეგატივი
გადავწყვიტე დღეს ადრე დავიძინო. უფრო სწორად, იძულებული ვარ ადრე დავიძინო. და საერთოდ, მთელი მომდევნო კვირა დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება-მოღვაწეობა. სამაგიეროდ მერე დავისვენებ, აუცილებლად წავალ ნ-სთან ქვიშხეთში. იმედია ცოტა მაინც დათბება, თორემ ეს უკვე სასაცილო აღარაა.
როგორმე უნდა გადავიტანო მომავალი კვირა. ამისთვის კი კვირას კარგად უნდა დავისვენო. ანუ მთელი დღე სახლში + კომპიუტერი + წიგნი, ჩემი კარგად დასვენება ხომ ესაა. მაგრამ არ მინდა წინასწარ გეგმების დაწყობა, ცუდად მაქვს დაცდილი.
დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ნახევარი დღეა მასზე ვფიქრობ. ჩემს ბლოგროლში არის და ე.ი. მის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი. ამ ამბის გაგებისთანავე ლინგვისტუსის ერთი პოსტი გამახსენდა, რომელიც თავის დროზე შორეულ მომავალზე დაწერილი მომეჩვენა.
ორშაბათს ჩემს ინტენსიურ დ ახლო ურთიერთობასაც თუ ჩავთვლით პოლიციასთან, ეს კვირა ჯერჯერობით ისევე მძიმედ გრძელდება, როგორც დაიწყო.
პ.ს. ფოტო განწყობისთვის, თორემ ნამეტანი რუხი პოსტი გამოვიდა



6 comments