ჩაის დალევთ თუ ყავას?
მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისთვისაც ამ კითხვით არასოდეს მიუმართავთ. მე ძირითადად ჩაის ვირჩევ და ძირითადად არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჩაია.
თუ ადამიანს ჩაი უყვარს, ეს ჩემს თვალში უკვე პლიუსია. ჩაის მოყვარულები სხვანაირები არიან, უფრო სულიერები, უფრო მოფილოსოფოსოები, უფრო საინტერესოები.
მე არ ვიცი, ვარ თუ არა “ჩაის მოყვარულთა” ჭეშმარიტი წარმომადგენელი. უბრალოდ, მთელი ცხოვრება ჩაის ვსვამ. რაც თავი მახსოვს, ყოველი დღე ჩაის დალევით იწყებოდა. სმის პროცესში დღემდე მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაც თბილ ხელს მისვამს თმებზე, დღემდე ყოველი ფინჯანი ერთნაირაად მათბობს და მამშვიდებს და დღემდე ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტია.
ფიქრი #7
ვკითხულობ ჰიუსტონის ბლოგზე პოლო პოსტს, სადაც ექსპერიმენტის მსვლელობისას ჩაის, ყავის და შოკოლადის აკრძალვაზეა საუბარი და…. :spy: შოკოლადი არ მიჭამია თვეზე მეტია და ეს ახლა მახსენდება. ნუთუ აღარ მიყვარს ის, რაც საკვები პროდუქტებიდან ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის?
კვირაა
გუშინ დიდხანს და საფუძვლიანად ვიჭოტე, იმის იმედით, რომ დღეს გემრიელად ვიძინებდი დილით. მაგრამ (რა თქმა უნდა “მაგრამ”) ჯერ ოჯახის წევრი ბავშვის ომახიანმა ჰიმნმა გამაღვიძა, მერე ტელეფონის ზარმა და ჩავრჩი ძილის იმ ფაზაში, როცა არც იქით ხარ და არც აქეთ. ფიზიკურად გძინავს, მაგრამ გონების გათიშვას ვეღარ ახერხებ. დაკვირვებული ვარ, ასეთ მდგომარეობაში ნანახი სიზმარი ბევრად უფრო “რეალურია”. ჩვეულებრივ სიზმარში თუ ყოველთვის მახსოვს რომ სიზმარია და სიუჟეტს სერიოზულად არ აღვიქვამ, აქ იმდენად ცხადად შევიგრძნობ ნანახს, რომ ყოველთვის მეღვიძება გრძნობით “ნუთუ დამესიზმრა”. (more…)


leave a comment