ეგოისტური ბლოგი

My Funny Valentine

Posted in my playlist by noemberi on დეკემბერი 29, 2008
Tagged with:

ციფრული ბუხარი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on დეკემბერი 23, 2008

ეს ამბავი გუშინ შემემთხვა. დღის ბოლოს ერთერთ სავაჭრო ცენტრში გავიარე. მგონი ყველაზე დიდია თბილისში. საახალწლო განწყობა განსაკუთრებით იგრძნობოდა. განწყობას ქმნიდა ფუსფუსი, ოჯახური შოპინგები, ფერადი და ბრჭყვიალა საახალწლო ატრიბუტიკა. მე არც საჩუქრების შერჩევას ვაპირებდი და არც საახალწლო ნობათის შეძენას. (more…)

მწვანე ონიქსის სპილოები

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on დეკემბერი 20, 2008

ორი ცალი მყავს. დედა და შვილი, ან შეიძლება მამა და შვილი. სამწუხაროდ გენიტალიები არ ეტყობათ.  3 წლის წინ ვიყიდე კიევში, კრეშატიკზე მიწისქვეშაში.

იმ ღამით მოვფრინავდით. გადავწყვიტეთ დარჩენილი რამდენიმე საათი საკუთარი შეხედულებისამებრ გაგვეტარებინა ორივეს. ანუ კი არ გადავწყვიტეთ, ასე გამოვიდა და მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. “იმას” ადგილობრივმა (more…)

გოგენის ქალი

მაღალია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე იაროს.

ფეხები კისრიდან ეწყებაო ასეთებზე ამბობენ ალბათ.  მუქი ფერების მიუხედავად შეიძლება არაქართულმა გენებმა დაასაჩუქრეს ასე გულუხვად.

ალბათ ცეკვავდა თავის დროზე, იმიტომ რომ დამახასიათებელი სიარულის მანერა აქვს.

ხშირად გადაწეულ და კეფაზე შეკრულ თმას ატარებს. ასეთ დროს მისი პროფილი ეგვიპტურ ფრესკაზე ნანახ (more…)

რატომ

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on დეკემბერი 17, 2008

1. რატომ სჭირდება ადამიანს სილის გალაწუნება, იმისთვის რომ დაინახოს და დააფასოს რაც აქვს?

2. რატომ ცდილობენ ადამიანები საკუთარ წარუმატებლობაში ყველაზე ბოლოს საკუთარი თავის დადანაშაულებას (თუკი ასეთი რამე ხდება საერთოდ)?

3. რატომ ხდება, რომ როცა ადამაინს აგრძნობინებ რომ მისი გესმის და ცდილობ და ეხმარები ყველანაირად, არ სარგებლობ საკუთარი უპირატესობით, მერე ვალდებულად გთვლის ეს გააკეთო?

4. რატომ არ ესმით ადამიანებს, რომ გაქვს უფლება იყო ცუდ ხასიათზე და ამის გამო თქვა უარი მათთან ერთად გართობაზე?

5. რატომ გადადიან უცნობი ადამიანები საუბრის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთში “შენობით” მიმართვაზე?

6. რატომ ხდება ხოლმე აუცილებელი ადამიანს დაანახო შენი უარესი მხარე, იმისათვის რომ იცოდეს — “სპასობნი” ხარ ?

(რამოდენიმე “რატომ” ჩემი ცხოვრებიდან)

გაგრძელება იქნება. ალბათ….

კიკი-ბუბა

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on დეკემბერი 15, 2008

სინესთეზია —ლათინურად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც “თანაშეგრძნება”, არის აღქმის ტიპი, როცა ერთერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის სპეციფიური შეგრძნების გარდა აღმოცენდება სხვა ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სინესთეზიის კლასიკური მაგალითია, როცა შავით თეთრზე ნაწერის დანახვისას ასოებს აღიქვამენ (და არა “ხედავენ”) სხვადასხვა ფრად. პირველად ამ მოვლენას (more…)

კვირაა

Posted in დღიური by noemberi on დეკემბერი 14, 2008

გუშინ დიდხანს და საფუძვლიანად ვიჭოტე, იმის იმედით, რომ დღეს გემრიელად ვიძინებდი დილით. მაგრამ (რა თქმა უნდა “მაგრამ”) ჯერ ოჯახის წევრი ბავშვის ომახიანმა ჰიმნმა გამაღვიძა, მერე ტელეფონის ზარმა და ჩავრჩი ძილის იმ ფაზაში, როცა არც იქით ხარ და არც აქეთ. ფიზიკურად გძინავს, მაგრამ გონების გათიშვას ვეღარ ახერხებ. დაკვირვებული ვარ, ასეთ მდგომარეობაში ნანახი სიზმარი ბევრად უფრო “რეალურია”. ჩვეულებრივ სიზმარში თუ ყოველთვის მახსოვს რომ სიზმარია და სიუჟეტს სერიოზულად არ აღვიქვამ, აქ იმდენად ცხადად შევიგრძნობ ნანახს, რომ ყოველთვის მეღვიძება გრძნობით “ნუთუ დამესიზმრა”. (more…)

კრეატივი და მსოფლიო კრიზისი

Posted in კრეატივი by noemberi on დეკემბერი 12, 2008

ფიქრთა ჯაჭვს უკან გავყევი და როგორც იქნა მივაგენი იმას, რაზეც მინდოდა დამეწერა.  წეღან მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში, მერე ის ჰაუსის (House M.D.)  საყურებლად გაიქცა და მე შემატოვა ეს ფიქრები. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მეტად პრაგმატულები უნდა გავხდეთ. იმან გადაწყვიტა თავისი ორი დიპლომი დროებით თაროზე შემოდოს და “ხელობა” ისწავლოს. ჩემი პროფესია ისედაც ძალიან ახლოსაა “ხელობასთან”. ჯერ ერთი რომ პრაქტიკულია და მასობრივად მოთხოვნადია, მეორეც — ფიზიკური სამუშაოა ამ სიტყვის სრული გაგებით. თუმცა ჩემთვის ხელოვნებაა. ამ რანგში აყვანა ყველა პროფესიის შეიძლება, თუ შემოქმედებითად ანუ კრეტიულად მივუდგებით.

კრეატივი — ჩავიციკლე ამ თემაზე და 2 დღე ყველა მხრიდან ვაბრუნე გუგლში. პირველი რაც ამ სიტყვაზე ალბათ ყოველთვის გამახსენდება არის ფოტო, რომელზეც ჩანს მამაკაცის ქვედა ნახევრის ცალი მხარე ლურჯ საცვალში, ცალი ხელი და ხელში პრეზერვატივი ფერადი სითხით (ბევრი ფერები). სითხე ასოცირდება კრეატიულობასთან. ფოტოს აქვს წარწერა:   Our creative comes from whithin.

ღმერთმა იცის ეს კრიზისი თუ ეკონომიკური არმაგედონი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ საქმე თუ ფიზიკურ გადარჩენამდე მივიდა შენი კრეატიულობა, რომელიც დღეს ასე ძვირად ფასობს მსოფლიოში ვიღას დასჭირდება. თუმცა კრეატიული ადამიანები ყოველთვის იქნებიან, მიუხედავად იმისა, არის მათზე მოთხოვნა თუ არა. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში სწორედ ისინი ამოძრავებდნენ პროგრესის მანქანას, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

საინტერესოა, გაუძლებს მსოფლიო შიმშილს ის საზოგადოებრივი ფასეულობები რაც თუნდაც უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში კაცობრიობამ მოიპოვა?

ხმელი ვირთევზა

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on დეკემბერი 10, 2008

ჩემს წინ კიდია კედელზე, ზუსტად მონიტორის უკან. ამ ზაფხულს მაჩუქა …-მ. წიგნების თაროზე მოვკარი თვალი. მეგონა ხელოვნური იყო. ადრე ვირთევზა არსად მინახავს, მულტფილმების და კრიკატურების გარდა. ანუ ნატურალური სახით არც ფოტოზე მინახავს, არც ტვ-ში. არც არასოდეს დავფიქრებულვარ რომ ისინი მართლა არსებობდნენ. და საერთოდ რატომღაც არასოდეს მიფიქრია ვირთევზებზე.

ბათუმში უყიდია 2 ცალი.  ვიღაც კაცი ბულვარში ყიდიდაო, ბედნიერების მომტანიაო (მგონი დაიჯერა) და ერთი ცალი შენ გქონდესო.

კოსტავაზე ვიყავით, მამამისის სახლში. სტუდენტობას მაგონებს ეს სახლი. უნივერსიტეტიდან ფეხით მოვდიოდით ხოლმე, თან ვჭორაობდით, თან მზესუმზირას ვჭამდით. პეკინის და მიცკევიჩის კუთხეში პონჩიკებს ვყიდულობდით. სახლში დედამისი გვხვდებოდა. ყოველთვის ჰქონდა ნამცხვარი ან შოკოლადი. მერე მამამისი შემოირბენდა, ენერგიული, ხმაურიანი…. (გამახსენდა, ასე იგონებენ ხოლმე ბებია-ბაბუები ახალგაზრდობის წლებს. ხომ არ ვბერდები?)

ვგრძნობ, რომ მასაც ენატრება ხოლმე ის დრო. აბა რატომ მოდის აქ, ცარიელ სახლში, მარტო, როცა ჯერ ერთ ბავშვს სკოლაში დატოვებს, მეორეს ძიძას ჩააბარებს. ან იქნებ დედის მონატრებას მოჰყავს? არ ვიცი, შეგნებულად არ ვეკითხები. ასეთ რამეებზე არ საუბრობს.

ახლაც, მთხოვა კოსტავაზე დამტოვეო. გამიკვირდა, მაგრამ არ მიკითხავს. შენც ამოდი, რამე ვქნათო. რათქმა უნდა ავედი. დავლიეთ ჩაი და ყავა. გადავდე ის საქმე, სადაც მეჩქარებოდა. ვილაპარაკეთ ათას რამეზე, ძირითადად ჩვენს პრობლემებზე. არაფერი მოგვიგონია და გაგვიხსენებია. მაგრამ ისე კარგად ვიყავით, ისე არ ვჩქარობდით დავბრუნებოდით ჩვენს ცხოვრებას…

ეს სიფრიფანა ვირთევზას ფიტული ყოველთვის იმ შეგრძნებას მომაგონებს.

ბლოგური იდეები

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on დეკემბერი 9, 2008

ე.ი. დროდადრო მომდის ხოლმე რაღაც იდეები ამ ბლოგთან დაკავშირებით. ზოგი ყოვლად უაზრო და მაშინვე უკუვაგდებ ხოლმე. დავამატე ერთი განყოფილება, სადაც აღვწერ ადამიანებს ვინც ჩემს ცხოვრებაში  ასეთუისე არსებობს. კიდევ დავამატებ ერთ განყოფილებაs, სადაც ჩემს ნივთებს და მათთან დაკავშირებულ მოგონებებს აღვწერ. ჯერჯერობით სულ ესაა.