ეგოისტური ბლოგი

დიაგნოზი: სიბრიყვე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on იანვარი 30, 2009

არ დავიწყებ იმის წერას, კონკრეტულად რა შემთხვევამ გამახსენა ზოგადად ადამიანებისათვის ჩემს მიერ დიდი ხნის წინ დასმული დიაგნოზი. არა, კაცთმოძულე არ ვარ. შეიძლება ითქვას პირიქითაც კი. რაღაცნაირ სიბრალურის მაგვარ თანაგრძნობას ვგრძნობ ხოლმე. არადა ჰგონიათ გაწონასწორებული ადამიანი ვარ და რკინის ნერვები მაქვს. ჰეჰ, ის კი არ იციან რომ უბრალოდ ვერ ბრზადები. (more…)

Her Morning Elegance

Posted in კრეატივი by noemberi on იანვარი 29, 2009

მომეწონა : )))

ბლოგერობის 10 ნიშანი

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on იანვარი 28, 2009

ყველა ბლოგს უდგება “შემოქმედებითი კრიზისის” ხანა და ეს შესამჩნევია ხოლმე. ზოგი იუთუბის ვიდეოების დადებას იწყებს , ზოგი თითიდან გამოწოვილ თემებზე აკეთებს პოსტებს, ზოგი შთაგონებას სხვა ბლოგებზე ეძებს…  არც მე ვარ გამონაკლისი. რატომ? იმიტომ რომ არ მიყვარს დროში გაყინული ბლოგები. ინტერფეისის შეფასების მერე პირველი რასაც ვუყურებ ბლოგის გაცნობისას ბოლო პოსტის თარიღია. მიმზიდველია ბლოგები, რომელიც მუდმივად ახლდება და ცოცხლობს, თუნდაც სისულელეები ეწეროს. (more…)

… ნუთუ?

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on იანვარი 26, 2009

………….

[0:11:30] პეტრუჩიო : 2 სიმღერაა
[0:11:33] პეტრუჩიო : Hasta Siempre
[0:11:42] პეტრუჩიო : pueblo unido
[0:11:49] პეტრუჩიო : რევოლუციურ მუხტზე დაგაყენებს
[0:11:49] მე : უჰუ. ვტვირთავ
[0:11:51] პეტრუჩიო : 🙂
[0:11:59] მე: რა ფეხებად მინდა
[0:12:05] მე: პაციფისტი ვარ მე. ამ საღამოს, ყოველ შემთხვევაში
[0:12:07] მე: (angel) (more…)

არეული

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on იანვარი 22, 2009

რაღაც გავცივდი ბლოგის მიმართ. მგონია “გამიარა”. ხან მე მეზარება წერა, ხან ჩემს მუზას. მე, როგორც “ხასიათის ადამიანმა”, თუ იმწუთას არ გავაკეთე ის, რის განწყობაზეც ვარ, მერე კაი ხანი მიწევს შესაბამისი განწყობის ლოდინი, ვინაიდან და რადგანაც ამის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. (more…)

ფანჯარა პარიზში

Posted in ყველაფერზე და არაფერზე, my playlist by noemberi on იანვარი 12, 2009

მე არ ვყოფილვარ პარიზში.

მაგრამ ოდესმე წავალ. იმიტომ რომ ჩემთვის აუცილებელია ის, რასაც ჩემი წარმოდგენით პარიზი იძლევა. მიჭირს თქმა ამას რა ჰქვია.  ეს არაა ეიფელი, ლუვრი, ვერსალი და ათასი გაცვეთილი ღირსშესანიშნაობა. პარიზი უნდა იგრძნო და შეისუნთქო (ალბათ)…

რატომღაც მგონია რომ მარტო უნდა ვეზიარო  მას. არადა შეყვარებულების ქალაქია. ალბათ პარიზზე შეყვარებულების.

როდესაც მასზე ვფიქრობ, ერთი კადრი მიდგას ყოველთვის თვალწინ: ფანჯარა ქუჩაზე გადის. ქუჩა პატარაა, ვიწრო და მყურდო, ქვაფენილიანი. ფანჯრიდან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე მოსჩანს, საიდანაც დილაობით ახალდაფქული ყავისა და ჯერ კიდევ ცხელი კრუასანების კუჭისშემძვრელი სუნი იჭრება ოთახში. კაფე ტენტიანია და ორიოდე მაგიდა გარეთ პირდაპირ ტროტუარზეც კი დგას. განაპირას, კედელთან ვაზის მსგავსი რაღაც ხვიარა მცენარეა დარგული, რომელიც კაფეს თავზე, აივანს მწვანედ მოსავს. ფანჯარა (აი სწორედ ის, საიდანაც დავიწყე) აუცილებლად დარაბებიანია და აუცილებლად მეორე სართულზეა.

….. და აუცილებლად ჟღერს “პარიზის ცის ქვეშ”.

დანდინი დანდინი…

Posted in my playlist by noemberi on იანვარი 10, 2009

რამდენიმე კვირის წინ იუთუბზე მსოფლიოს ხალხების “იავნანები” მოვძებნე. რატომ დამაინტერესა ამ თემამ, აღარ მასხოვს, როგორც ყოველთვის. გამაოცა მოსმენილის მრავალფეროვნებამ. სხვათაშორის არსად იყო ქართული იავნანა : (( .

მე თუ მკითხავ, იავნანა ჰიმნივით მნიშვნელოვანია. მასში ნაციის ხასიათი და გენებია ჩადებული.

ზოგიერთი ცოტა უცნაური იავნანა აღმოჩნდა, უფრო სწორად იავნანისთვის შეუფერებელად ომახიანი და დინამიური. მაგალითად ესპანური იავნანის მოსმენისას, როგორც ერთმა ჩემმა მამრობითი სქესის მეგობარმა აღნიშნა, ძილი კი არა ქალი მოგინდებაო  : P.

აქ კი მინდა დავდო ამ უამრავ “იავნანებს” შორის ჩემი ფავორიტი, თურქული იავნანა.

ძილი ნებისა…

სტეიკიდან სტეიკამდე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on იანვარი 8, 2009

მინდა დავწერო გასტრონომიულ თემაზე. ამის სურვილი მაშინ გამიჩნდა, როცა დღეს საღამოს, სახლში დარუნებული სტეიკის ნაჭრებს ვაბრუნებდი ტაფაზე.

ვერ ვიტყვი რომ ჭამა არ მიყვარს. უფრო სწორად ჭამის პროცესი, მაგრამ არ მაქვს რაიმე საყვარელი საჭმელი  და ყველაფერს სიამოვნებით მივირთმევ რაც კარგადაა მომზადებული. არ მესმის რითი ჯობია საცივი ისპანახის ფხალს (more…)

Organum

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on იანვარი 7, 2009

რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ვიკიპედიაში აღმოვაჩინე ამ თემაზე:


  • ორღანი ყველაზე დიდი კლავიშიანი სასულე ინსტრუმენტია.
  • აქვს კლავიატურა (რამოდენიმე) როგორ ხელებისათვის, ისე ფეხებისათვის.
  • ძველ ორღანებში კლავიშების სიგანე 5-7 სმ იყო, ამიტომ უკრავდნენ არა თითებით, არანედ მუშტებით.
  • უპედლო ორღანს ეწოდება პოზიტივი, პატარა, გადასატან ორღანს კი — პორტატივი.
  • ფეხის კლავიატურაზე უკრავენ მონაცვლეობით ქუსლით და წვერით.
  • არსებობს ელექტრო ორღანიც, რომელსაც ჰამონდის ორღანს უწოდებენ და მას ბლუზის და ჯაზის შესრულებისას იყენებენ.
  • მესამე რეიხის ჯარისკაცები საბჭოთა რეაქტიულ ქვემეხებს БM-13 ( “Катюша”) სპეციფიური ხმის გამო “სტალინის ორღანს” უწოდებდნენ.

P.S. ესეც გენიალური იოჰან სებასტიან ბახი და ორღანი მთელი თავისი დიდებულებით.

არ მიყვარს

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on იანვარი 6, 2009

გადავწყვიტე გავაკეთო სია, რა არ მიყვარს. თან დავფიქრდები რაღაც-რაღაცეებზე და გავარკვევ საბოლოოდ მიყვარს თუ არა. სია რა თქმა უნდა სრულყოფილი არ იქნება, თუმცა საინტერესო მგონია მაინც. მაშასადამე, არ მიყვარს:

(more…)