ეგოისტური ბლოგი

ფიქრი # 1

Posted in ფიქრები by noemberi on თებერვალი 27, 2009

ზოგჯერ მაქვს შეტევები. მინდა სულ ვწერო. ყველაფერზე.

ეს თითქოს ურთიერთობაა საკუთარ თავთან და ამის დეფიციტი მაქვს.

ერთი ფოტოს ისტორია

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on თებერვალი 26, 2009

ამ ისტორიას ლებედევის ბლოგზე წავაწყდი. პირველი სურათი 1985 წელს, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში გადაიღო ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკკერიმ. გოგონა დაახლოებით 13 წლის იყო და ეს მისი პირველი და ერთადერთი ფოტო იყო მანამ, სანამ ფოტოგრაფმა 2002 წელს მისი მოძებნა არ გადაწყვიტა. პოპულარული ფოტო ჟურნალ National Geographic-ის ყდიდან “ავღანელი გოგონას” სახელით იყო ცნობილი, მისი ვინაობა კი არავინ იცოდა. და აი, 17 წლის შემდეგ იგი თავიდან აღმოაჩინა მაკკერიმ. შარბათ გულა — ასე ექრვა გოგონას პაშტუნის ტომიდან, რომელიც გამოირჩევა ომის “სიყვარულით” ავღანურ ტომებს შორის. ფოტოებს შორის 17 წელიწადია, ავღანელი ქალის ცხოვრების 17 წელიწადი, რომელსაც არცერთი ბედნიერი დღე არ ახსოვს, საკუთარი ქორწილის დღის გარდა.

P.S. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ამ ფოტოებს… იმდენი ემოცია აღმიძრა, თავს ვერ ვუყრი.

gula23

gula14

სადღაც, ბავშვობაში

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on თებერვალი 24, 2009

რამდენი ხანია არ მიფრენია. სიზმარში, რა თქმა უნდა. დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, მანქანა რომ ბორცვს გადაუვლის მაღალი სიჩქარით და მერე ერთბაშად დაეშვება. თითქოს გული გრავიტაციას არ ემორჩილება შენგან განსხვავებით და ჰაერში გრჩება. (more…)

ედიტი

Posted in my playlist by noemberi on თებერვალი 17, 2009

“ცხოვრება ვარდისფერ ფერში”  (La Vie en rose)

http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=PVYVQ

ჩამირთეთ სიჩუმე!

Posted in ფიქრები by noemberi on თებერვალი 14, 2009

როგორი იქნებოდა ჩემთვის სრული რელაქსაცია დღის განმავლობაში, თუნდაც რამდენიმე წუთით…

ფეხები მაგიდაზე, ყურზე ყურსაცმები, თვალებს ვხუჭავ და ვუსმენ…  სიჩუმეს.

მოკლე პარალელი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on თებერვალი 11, 2009

მთელი ცხოვრება ვგეგმავ ყველაფერს. მობილური ტელეფონის ორგანაიზერში საღამოს მეორე დღის განრიგს ვადგენ. ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის გეგმის მიხედვით, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვარ.

სიურპრიზებიც კი არ მიყვარს, იმიტომ რომ დაუგეგმავია. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი, რასაც მდგომარეობიდან გამოვყავარ, გაუთვალისწინებელი გარემოებებია, რაც ჩემს გეგმებში ცვლილებებს იწვევს.

დავფიქრებულვარ, იქნებ არასწორად ვცხოვრობ. მიცდია კიდეც სპონტანურად გამეტარებინა მთელი დღე. მაგრამ ქაოსის შეგრძნება მეუფლება და საშინლად მთრგუნავს.

მეჩვენება რომ ჩემი ცხოვრება კლასიკურ მუსიკას ჰგავს.