ეგოისტური ბლოგი

…… ბუუუმ!

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on მარტი 18, 2009

გგონიათ ვინმეს შოკოლადის კრემით სავსე ჯამი აუფეთქდა?

არა და არა. ეს რუსული არმია ცდიდა ნაპალმს მიტოვებულ აგურის შენობაში. ნაპალმის სიმხურვალით აგურის ზედა ფენა სწორედ ასეთ ფუმფულა შოკოლადისფერ მასად იქცევა.

http://www.infox.ru/science/human/2009/02/27/Naydyen_gyen__kotory.phtmlnapalm

c’est la vie

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მარტი 17, 2009

დიდი ხანია აღარაფერი (ა)მაღელვებს საიდანღაც ულოგიკოდ გამომხტარი ქვეითების გარდა. მივეჩვიე, რომ ყველაფერი ხდება, კარგიც, ცუდიც და ისე რაც.   c’est la vie…

დღეს ჰაუსის ახალ სერიას ვუყურებდი და იქ ამბობს უილსონი, რომელიც შიზოფრენიკი ძმის სანახავად იყო მისული ბევრი წლის შემდეგ. მეგონაო, რომ ეს შეხვედრა ან ძალიან ცუდი იქნებოდა, ან ძალიან კარგიო. მაგრამ უბრალოდ შეხვედრა იყოო.

ხოდა გავიფიქრე, რომ ჩვენ ადამინები ზოგადად მაქსიმალისტები ვართ ცხოვრების მიმართ. თუ ბედნიერები არ ვართ, ე.ი. უბედურები ვართ. არ გვესმის, რომ შეიძლება არაფერი არ ხდებოდეს. უფრო სწორად, რაღაცეები ხდებოდეს რეზულტატის გარეშე, ისე, თავისით, ჩვენს გვერდით. ყველაფერში მიზეზს და შედეგს ვეძებთ.

იმავე სერიაში ჰაუსი ეკითხება ზემოთხსენებულ უილსონს, რომლიც თავის მხრივ მგრძნობიარე და ალტრუისტ ადამიანს წარმოადგენს: “რატომ გგონია, რომ  თუ ქვეყანა იქცევა შენ აუცილებლად მხარი უნდა შეუშვირო?” მომეწონა.

ისე, ალტრუისტები რომ არა, ვინ იზრუნებდა ჩემნაირ ეგოისტებზე? :  P

ფიქრი #3

Posted in ფიქრები by noemberi on მარტი 13, 2009

უხხხხ… როგორ ვერ ვიტან ამ დროს ჩემს თავს, როდესაც მოგონებების ქვედა სართულებზე დავბოდიალობ. არადა არაფერი ჩამვარდნია. საკმაოდ მტკივნეულია და ვცდილობ თავს შთავაგონო, რომ ზემოთ უფრო კარგია და საინტერესოა. მაგრამ თავი მპასუხობს (აშკარად ნიშნისმოგებით), რომ ეს კარგიც ქვედა სართულად იქცევა. ცუდია, რომ ადამიანებს არ აქვთ რესტარტის ღილაკი.

ჩაფიქრება

Posted in ლექსები by noemberi on მარტი 11, 2009

ეზრა პაუნდი

როცა მე ფრთხილად განვიხილავ საკვირველ ჩვევებს ძაღლებისას,
იძულებული ვარ გადავწყვიტო,
რომ ადამიანი საუკეთესო ცხოველია.
ხოლო როცა მე ადამიანთა საკვირველ ჩვევებს განვიხილავ,
ვაღიარებ მეგობარო, მე ვცბუნდები

ადამიანებზედ

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მარტი 11, 2009

ბოლო დროს გარკვეული პროფესიის ადამიანებთან მიწევს ყოველდღიური კონტაქტი. ისინი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან ადამიანის სიცოცხლესთან. მოკლედ, ისინი ქირურგები არიან.

ჩემი დაკვირვების ობიექტია ორივე მხარე. ანუ ექიმი და პაციენტი. მე თვითონაც გავოცდი, იმდენი რამე აღმოვაჩინე და გამიკვირდა. (more…)

ეგოიზმი

Posted in დღის ლექსი by noemberi on მარტი 9, 2009

ზაქირ აზამათი

დაეყრდნო თავს შენსას
რათა არ დაეცე

შეიყვარო თავი შენი
ნუგეშიცემისთვის

და ყოველ დილით
სალამ-ქალამი უთხრა შენს თავს
საკუთარი სიტყვა-პასუხი რომ გაიგონო

ბედნიერებაა რომ ვარსებობ
თორემ ნაღველს მივეცემოდი

პოეზია ჩემთან

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on მარტი 9, 2009

ბოლო დროს ხშირად მიმიწევს გული ლექსებისკენ. დრო გადის. მე ვიცვლები. რაღაც ჩემთან რჩება, რაღაცას “მოვიხდი” და გამივლის. ამჯერად პოეზია “დამემართა”. გადავწყვიტე გავაკეთო კატეგორია “დღის ლექსი” და განწყობის შესაბამისად ავარჩევ ყოველ დღე თითო ლექსს. ვნახოთ რა გამოვა.

ცოტა რამ ქალებზე

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on მარტი 7, 2009

ცოტა ხნის წინ მხატვარ მაკა კახიძის რეპროდუქციების ალბომი ჩამივარდა ხელში, სადაც საინტერესო ნახატების გარდა არანაკლებ საინტერესო პროზაული ჩანახატებიც აღმოვაჩინე.

მინდა ჩემს “უბის წიგნაკში” პატარა ციტატა ჩავინიშნო:

ცოტა რამ ქალებზე ანუ რჩევები დამწყებ მამაკაცებს:

ა) ფულზე მონადირე ქალი იოლი მოსანადირებელი და ძნელი მოსაშორებელია.

ბ) შეგრძნებებზე მონადირე ქალი ამისთვის ყველაფერზე წავა.

გ) ეძებეთ ქალი, რომელიც ეძებს გრძნობებს.


(edited)

P.S.  ეს პოსტი რომ 3-სა და 8 მარტს შორის დაიწერა აბსოლუტური შემთხვევითობაა და ახლაღა დავაფიქსირე, რაც ბლოგროლებში იგივე თემატიკის სხვა პოსტებს შორის დავინახე  : ))


4.03.09

Posted in დღიური by noemberi on მარტი 4, 2009

დღეს “ლაითი” დღე მქონდა.

ეს ისეთი დღეებია, როცა გრაფიკი ყულფივით არ მახრჩობს. ანუ სურვილისამებრ შემიძლია დავგეგმო დღე. როგორც წესი, ასეთ დღეებში (რაც იშვიათობაა) ისეთ საქმეებს ვაგვარებ, რომელსაც have-to-do სიაში თვეების მანძილზე უცვლელად უჭირავს ადგილი კატეგორიაში “საჩქარო არაა, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია”. (more…)

ფიქრი #2

Posted in ფიქრები by noemberi on მარტი 1, 2009

რითი განსხვავდება “ნაუშნიკებიანი” ფეხით მოსიარულე ჩვეულებრივი ქვეითისგან?  — მზერით.