ეგოისტური ბლოგი

c’est la vie

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მარტი 17, 2009

დიდი ხანია აღარაფერი (ა)მაღელვებს საიდანღაც ულოგიკოდ გამომხტარი ქვეითების გარდა. მივეჩვიე, რომ ყველაფერი ხდება, კარგიც, ცუდიც და ისე რაც.   c’est la vie…

დღეს ჰაუსის ახალ სერიას ვუყურებდი და იქ ამბობს უილსონი, რომელიც შიზოფრენიკი ძმის სანახავად იყო მისული ბევრი წლის შემდეგ. მეგონაო, რომ ეს შეხვედრა ან ძალიან ცუდი იქნებოდა, ან ძალიან კარგიო. მაგრამ უბრალოდ შეხვედრა იყოო.

ხოდა გავიფიქრე, რომ ჩვენ ადამინები ზოგადად მაქსიმალისტები ვართ ცხოვრების მიმართ. თუ ბედნიერები არ ვართ, ე.ი. უბედურები ვართ. არ გვესმის, რომ შეიძლება არაფერი არ ხდებოდეს. უფრო სწორად, რაღაცეები ხდებოდეს რეზულტატის გარეშე, ისე, თავისით, ჩვენს გვერდით. ყველაფერში მიზეზს და შედეგს ვეძებთ.

იმავე სერიაში ჰაუსი ეკითხება ზემოთხსენებულ უილსონს, რომლიც თავის მხრივ მგრძნობიარე და ალტრუისტ ადამიანს წარმოადგენს: “რატომ გგონია, რომ  თუ ქვეყანა იქცევა შენ აუცილებლად მხარი უნდა შეუშვირო?” მომეწონა.

ისე, ალტრუისტები რომ არა, ვინ იზრუნებდა ჩემნაირ ეგოისტებზე? :  P

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Sophie Golden said, on მარტი 17, 2009 at 01:33

    კაი, ეგ ალტრუისტებიც მაიმუნობენ რაღაცას. წმინდაწყლის ალტრუიზმიც არ არსებობს, უბრალოდ, ვიღაცას ეკაიფება მხრების შეშვერა და მიდის იქ, სადაც ქვეყანა იქცევა, თუ როგორც არის, ისევ თვითონ სიამოვნებს, რასაც აკეთებს. ეგოისტობა უფრო ძნელია, მგონი 🙂

  2. noemberi said, on მარტი 17, 2009 at 01:41

    Sophie Golden
    მე თუ მკითხავ, ალტრუიზმიდან ეგოისტობამდე სულ ერთი ნაბიჯია.

  3. Tornike said, on მარტი 24, 2009 at 13:43

    აი პატრიოტულ ამბავში მხრის შეშვერა არის ყველაზე ძნელი საკითხი, რაზეც ოდესმე მიფიქრია. იქნებ უნდა შეუშვირო? ან იქნებ არა? :/

  4. dentist said, on მარტი 25, 2009 at 17:44

    Tornike
    მაგ ფრაზაში თუ “ქვეყანა” შენი სამშობლოა, მაშინ ალტრუიზმი პატრიოტიზმი ხდება.

  5. Tornike said, on მარტი 25, 2009 at 17:54

    პატრიოტიზმი ცოტა წელვადი ცნებაა, არა მგონია მხარის შეშვერის ინიციატორი ავტომატურად პატრიოტად ითვლებოდეს.

  6. dentist said, on მარტი 25, 2009 at 17:59

    Tornike

    მე კი მგონია პატრიოტიზმი საბოლოო ჯამში სწორედ “მხრის შეშვერამდე” მიდის. იმედია ეს ფრაზა მე და შენ ერთნაირი მნიშვნელობით გვესმის. : ))


დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.