ეგოისტური ბლოგი

დავიღალე

Posted in my playlist by noemberi on აპრილი 28, 2009

ასეთი განწყობა მინდა.

გააჩერეთ!

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აპრილი 24, 2009

ცოტა ხნის წინ youtube-ზე ქექვისას საინტერესო ვიდეოს წავაწყდი, მისი წყალობით კი http://blog.michellekaufmann.com/ — აქ მოვხვდი.

და სევდამ შემიპყრო.

სრულიად მსოფლიო მიხვდა, რომ მარსზე გადასახლების პერსპექტივა არც ისე ახლოა და მთლად უსახლ-კაროდ რომ არ დავრჩეთ, ჯობია ცოტა შენელებული ტემპით ვანადგუროთ დედამიწა. (more…)

*** (ჰაიკუ)

Posted in დღის ლექსი by noemberi on აპრილი 18, 2009

იაცკა ისიხარა

ნისლი დაეშვა.
ნისლს გავაგდებთ.
ჩვენ კვლავ ვიცეკვებთ.

ქართული კრეატივი ანუ კრეატივი ქართულად

Posted in კრეატივი by noemberi on აპრილი 18, 2009

surati005პირველად რომ გავიარე ამ ადგილას და ეს “მონუმენტი” დავინახე, ჯერ დაახლოებით ისეთი ემოცია მქონდა, ფორუმზე რომ სმაილიკია :spy:, მეორე რიგში გავიფიქრე აუცილებლად ბლოგზე დავდებ მეთქი.

მართალია ეს თვეზე მეტი ხნის წინ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ა ქვს. და აი ის აქაა, ჩემს ბლოგზე, ქართული კრეატივის ნიმუში!

ოღონდ როცა უყურებ სულ დაძაბული ხარ,  იმ ჯაჭვებივით, გაურკვევლი მიზნით და მიზეზით ეს სრულიად ჩვეულებრივი, ქართული ნიადაგის უზარმაზარი ნიმუში რომ დაჰკიდეს.

არის ამაში რაღაც სასტიკი, დამთრგუნველი.

surati008

პ.ს. გვერდით მდგომი რესტორნის გარე დიზაინი, რომელსაც სავარაუდოდ ეს ლოდიც ეკუთვნის, ასევე აღნიშვნის ღირსია.