ეგოისტური ბლოგი

ნული

2 წელი იჯდა ჩემს გვერდით. მერხზე. თითქოს ჯიბრზე მაინცდამაინც მე მომისვა კლასის დამრიგებელმა, არადა რა იცოდა, რომ მოვწონდი და ამის გამო მძულდა. ხო, ერთი წლით ადრე გავიგე, ჩვენი კლასის 2 ყველაზე წყალწაღებულს ჩემს გამო უჩხუბია. “წყალწაღებული” ყველა მნიშვნელობით. ჯერ ისედაც ჩემს კლასელ ბიჭებს არ ვწყალობდი, საერთოდ სხვა რასად, განუვითარებელ არსებებად მიმაჩნდა  : ))) და ესენი ხომ საერთოდ. (more…)

ფიქრი #5

Posted in ფიქრები by noemberi on მაისი 18, 2009

არა, აშკარად არაა საკმარისი. ბოლო დროს ამას მივხვდი.  იმისთვის, რომ ვიმუშაო, დავისვენო, ადამიანებთან ვიკონტაქტო და ყოველდღიური  აუცილებლობები ვაკეთო არ მყოფნის 24 საათი. ამ სიიდან სამსახური და ყოველდღიური აუცილებლობები პირველ და ურყევ პოზიციაზეა. გამოდის რომ დასასვენებლად და ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო არ მრჩება. ან არადა ტემპი უნდა ავწიო. მარა როგორია ჩქარჩქარა, საათზე ყურებით დასვენება?  მოკლედ, არაა საშველი….

ფიქრი # 4

Posted in ფიქრები by noemberi on მაისი 17, 2009

…. გავა ბევრი დრო და რამდენიმე ადამიანის ბიოგრაფიის კითხვისას ალბათ შევხვდებით კიარადა შეხვდებიან  ფრაზას “ცნობილი ქართველი ბლოგერი და…”.

პატარა ადამიანები

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მაისი 1, 2009

pataraპატარა ადამიანები პატარა სახლებში ცხოვრობენ, თავისი პატარა ცხოვრებით.

ყოველ დილით პატარა სამზარეულოებში ცხელ ყავას მიირთმევენ პატარა ფინჯნებით, თან პატარა ტელევიზორს უყურებენ ცალი თვალით.

მერე თავის პატარა მანქანებში ჯდებიან და სამსახურებში მიიჩქარიან, რომ პატარა საქმეები აკეთონ.

პატარა დღეც მალე მთავრდება და ისევ პატარა სახლებში მოიჩქარიან, რომ თავიანთი გადაღლილი პატარა ტვინები პატარა ლოგინებში პატარა ბალიშებზე დაასვენონ.

მეორე დღეს კი ისევ პატარა დღე იწყება, პატარა ცხოვრება გრძლდება და ასე გადის დიდი დრო.