ეგოისტური ბლოგი

თბილისური ცისარტყელა

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on ივლისი 28, 2009

IMG_0228IMG_0227

პირველად ვნახე ცისარტყელას ორივე ფეხი ერთდროულად : ))

ფიქრი #6

Posted in ფიქრები by noemberi on ივლისი 25, 2009

რა შეიძლება მოიფიქროს კაცმა უარესი შაბათ-კვირისთვის, ვიდე ინტერნეტის არქონაა? იმიტომ ვიძახი, რომ არ გვინდა ეს სამეზობლო ინტერნეტი.  კაცს რაიონში წასვლას ხომ ვერ აუკრძალავ, იმის გამო, რომ სახლში გამანაწილებელი უდგას, რომელსაც წარამარა გადატვირთვა უნდა და რომელზეც ინტერნეტის კაბელების გარდა ამ კაბელების პატრონების ნერვებიცაა მიერთებული.

მაგრამ კეთილმა ადამიანებმა მაქსიმალის ინტერნეტი მათხოვეს და არ ვიგრძნობ თავს რამდენიმე დღით უკაციელ კუნძულზე.  :))

ფირუზის მძივი

Posted in ნივთები ანუ წარსული აწმყოში by noemberi on ივლისი 23, 2009

IMG_0214მგონი აგვისტო იყო. 2 თუ 3 წლის წინ. თბილისში ხვატი იდგა. ყაზბეგის ქუჩით მელიქიშვილზე  ჩამოვდიოდი, სტანდარტ-ბანკში კომუნალური უნდა გადამეხადა. ქუჩის ბოლოში, ბანკის ფანჯრის რაფაზე მოხუცი ქალი იჯდა. ზუსტად ისეთი, ძველ რუსულ ფილმებში რომ არიან “ბაბუშკები”, ნიკაპთან შეკრილი თავსაფრით, თეთრი, დაჭმუჭნული კანით და ასაკისთვის შეუფერებელი  ზღვისფერი თვალებით…. საერთოდ, ადამიანის გარეგნობაში ყველაფერი იცვლება ასაკთან ერთად, თვალის ფერადი გარსის გარდა. მარტივი ასახსნელია: თვალები სულის სარკეა, სული კი არამატერიალურია და არასოდეს ბერდება.

მოხუცი მძივებს ყიდდა. ძალიან ლამაზი იყო ყველა, თუმცა ძველმოდური. მოკლე მძივები იყო. ასეთს ახლა აღარავინ ატარებს. ნეფრიტი და ფირუზი მომეწონა, დამუშავებული ერთი ზომის ბურთულები. ამასობაში იმდენი გამვლელი დაინტერესედა, რომ ნეფრიტი თვალწინ “ამახიეს”. მოხუცს ბავშვივით უხაროდა.

ჰოდა ამდენი ხანია მიგდია ეს ფირუზის მძივი, არცერთხელ არ გამომიყენებია. დღეს შემთხვევით გამახსენდა და ბევრი წვალების შემდეგ ახალი სამაჯური მაქვს. მგონი ცუდი არ გამოვიდა : )))

September Song

Posted in my playlist by noemberi on ივლისი 20, 2009

ეპიდემია Facebook

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ივლისი 20, 2009

facebook imagerფეისბუქი ჩემთვის იმ ტანსაცმელივითაა, შარშან სეზონზე რომ ვიყიდე და ერთხელ მეცვა სულ. სამაგიეროდ წელს ლამის გაუხდელად მაცვია. აი ხომ არის ხოლმე, რაღაცას ვერ მოირგებ, ვერ გაუგებ, გრძნობ რომ შენი არაა. მერე გადის დრო და აღმოაჩენ რომ მოგწონს, იმდენად, რომ  ფიქრობ “აქამდე ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდი”-ო.

მახსოვს, დაახლოებით შარშან ამ დროს მეგობარმა გამომიგზავნა ლინკი. დავრეგისტრირდი, მაგრამ ჯერ ერთი რომ  ფორმატი არ მომეწონა, მერე რაღაც მოუხერხებელი მეჩვენა. მოკლედ, დავამატე მეგობრები, ვითამაშე GeoChallenge და დავივიწყე კაი ხნით.

ახლა სოციალური ქსელებიდან მხოლოდ Facebook-ს ვიყენებ და შეყვარებული ვარ ფაქტიურად. ჩემი აზრით, ასეთი ქსელების მთავარ პრინციპს — connect and share ფაეისბუქი ყველაზე მიმზიდველად ახორციელებს.

პ.ს. აქ არ არის ნერვებისმომშლელი სარეკლამო ბანერები.

ფოტოშოფმა რა ჰქმნა :P

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ივლისი 18, 2009

რა ადვილია ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი. იმდენად ადვილი, რომ  იქ გინდა.

Curaçao

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on ივლისი 18, 2009
  • მე-19 საუკუნიდან ამზადებენ კუნძულ კურასაოზე. სახელწოდებაც აქედან მოდის.
  • მზადდება ფორთოხლის მაგვარი ციტრუსისგან — ლარაჰა, რომელიც წარსულში მართლაც ფორთოხალი იყო. საქმე იმაშია, რომ კურასაოზე ვალენსიელმა ესპანელებმა მართლაც იქაური არომატული, მზისფერი ფორთოხალი შემოიტანეს, მაგრამ ადგილობრივი კლიმატის გავლენით დღეს ლარაჰას ნაყოფი მწვანე და უხეშკანიანია. სწორედ მისი გამხმარი კანისგან ამზადებენ ლიქიორ კურასაოს.
  • ბუნებრივად უფერო და გამჭვირვალეა, ხშირად ამატებენ სხვადასხვა ფერს და არომატს, მაგრამ ყველაზე პოპულარული ლურჯი კურასაოა, რომელიც კოქტეილებს არომატთან ერთად განუმეორებელ ხიბლს აძლევს.

ლურჯი კოკტეილები:

Blue Diablo                           bluediablo

Roman Candle                                cocktail-drinks-romancandle

Hapro Popmartini_harpo_pop

HOLLYWOOD  martini_drink_star

Splash   splash

ჩემი ფეხები

Posted in ფიქრები by noemberi on ივლისი 16, 2009

ყველაზე ცუდი გრძნობა,  რომელიც გულის რაღაც ნაწილს გიკლავს, სულს გიჩლუნგებს და სხეულს ვიღაცის ცივი ქირქილით გივსებს —- იმედგაცრუება. “ჰეჰ, რა სულელი ვარ”, გაიფიქრებ და შენც მწარედ გაგეღიმება. ან არ გაგეღიმება.

მზად ვარ უარი ვთქვა იმედებზე, ველოდო ყველაზე უარესს, საერთოდ არ ვიფიქრო, ოღონდ ზემოთხსენებული ვერდიქტი არ გამოვუტანო საკუთარ თავს.

ელი, ოცნებობ, გიხარია და…  ჩემი ფეხები.

IMG_0204