ეგოისტური ბლოგი

ექსპერიმენტი: კრახი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 27, 2009

მე ისევ 66 კილო ვარ 😦

წავედი, შავ ზღვაში უნდა დავიხრჩო თავი.

ექსპერიმენტი: მეხუთე დღე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 24, 2009

მენიუ: მაწონი, 1 ნაჭერი პური, 100 გ ხაჭო მურაბით, კაპუჩინო, 1 ცალი კატლეტი, ქლიავი, ატამი.

წონა: 65

😦

ექსპერიმენტი: მეოთხე დღე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 22, 2009

მენიუ: 100 გ ხაჭო, მწვანე ჩაი, 2 ნაჭერი პიცა, 2 კატლეტი, ქლიავი, ატამი, მწვანე ჩაი.

წონა: 64

მგონი დროზე ადრე დამთავრდება ჩემი ექსპერიმენტი 🙂

ექსპერიმენიტი: მესამე დღე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 21, 2009

მენიუ: 2 მოხარშული კარტოფილი, 1 ნაჭერი ყველი, 3 “სიროკი” ანუ მოჭიქული ყველეული :mrgreen:, კეფირი, 2 ცალი შემწვარი თევზი, მწვანე ჩაი.

წონა: 65,2კგ.

Love-ტესტი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 21, 2009

რავინ მყვარებია ისე რომ ავიტანო ჩუსტებით და ხალათით. (c)ანი გიუნტერი.

რაღაც გადაცემაში თქვა. არ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ ჩამინიშნავს დრაფტებში.

მაშასადამე, თუ გყავთ კანდიდატურა და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს  “ისაა”, არსებობს მარტივი და გენიალური საშუალება: ჩააცვით ჩუსტები და შემოსეთ ხალათით (მეტი სიზუსტისთვის უკეთესია, თუ  წვერიც ექნება გასაპარსი), ჩასვით სავარძელში, ნტვ-ფუტბოლზე გადაურთეთ და 2-3 დაცლილი ლუდის ბოთლიც მიუდგით გვერდით იატაკზე.  თუ ყოველივე ამის შემხედვარე, თქვენ არ იგრძნობთ მსუბუქ გულისრევას, ბრაზს და მისი ტანსაცმლის ფანჯრიდან გადაყრის სურვილს, ე.ი. შარში ხართ. 😈

ექსპერიმენტი: მეორე დღე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 20, 2009

მენიუ: ნახ. ქილა მაწონი, 2 ნაჭერი პური, ყავა, 1 ჩუპა-ჩუპსი :), 2 კიტრი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი საზამთრო, მწვანე ჩაი.

წონა: 66

ხო, კიდევ 15 სართული ფეხით ამოვიარე, ლიფტი არ იყო 😦

ექსპერიმენტი: დღე პირველი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 19, 2009

10 დღეში 3 კილო უნდა დავიკლო,

ვინაიდან და რადგანაც აგვისტოს ბოლოს მშობლიური აჭარის მონახულებას ვაპირებ და არ მინდა დამსვენებლებს ხედი გავუფუჭო ჩემი ზედმეტი კალორიებით. პრინციპში ზედმეტი სულ რაღაც 2 კილოა (სიმაღლე 174 სმ), მაგრამ ერთიც დლია სტრახოვკი 🙂 ე.ი. ვიწონები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, არ ვვარჯიშობ, ვსვამ ბევრ წყალს, ვდებ მთელი დღის მენიუს.

საწყისი პოზიცია: 66 კგ

მენიუ: ნახევარი ქილა მაწონი, 1 ნაჭერი პური, 1 მსხალი, 4 კიტრი, 1 პამიდორი, 1 ნაჭერი ყველი, 100 გრამი ხაჭო, 1 მოხარშული კვერცხი, 2 ვაშლი, მწვანე ჩაი.

პ.ს. არასოდეს მიდიეტია.

სიზმარი #1

Posted in სიზმრები by noemberi on აგვისტო 19, 2009

ზოგადად, სიზმრებისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ. ზოგჯერ იმდენად აბსურდული, სულელური და სასაცილო სიუჟეტი აქვს ჩემს სიზმარს, რომ გაღვიძებისთანავე სპეცილურად კარგად ვიმახსოვრებ, რომ ვინმეს მოვუყვე. ძირითადად ნანახს ვერ ვიმახსოვრებ და მხოლოდ დღის განმავლობაში რაიმესთან დაკავშირებით მახსენდება.

აი დღესაც, კომენტების კითხვისას გამახსენდა, რომ

ძალიან ბევრი შემოდგომის ფოთოლი ვნახე. ჩემს ფეხებთან ეყარა, სხვადასხვა ფერის. მე ვცდილობდი ამომერჩია რატომღაც ერთი ზომის და სხვადასხვა ფერის ფოთლები.

მრავალსახეობა ადიდასისა :)

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 19, 2009

ბედნიერება

Posted in დღის ლექსი by noemberi on აგვისტო 18, 2009
44834945_happiness_by_wint3r88
ფაჰრი აიდოსი

ჩემს ბედნიერებას ერთ ფურცელს ვაწერ
და მხოლოდ შემდეგ ვეძლევი თვლემას.
ფურცელი წიგნში, წიგნი კი
წიგნებს შორის გადავინახე.
კი, ნუგეშია ესეც ამგვარი
რომ არ დავკარგავ ბედნიერებას
და დილისთვის ისევ ვიბედნიერებ.

თუმცა დილამდე მიმავიწყდა,
რომელ წიგნში შევინახე ბედნიერება
და მას აქეთ ბედნიერებას წიგნებში ვეძებ.