ეგოისტური ბლოგი

ფარდები vs ჟალუზები

Posted in "საშინაო დავალება" by noemberi on January 22, 2010

დილემის წინაშე ვარ: ფარდები ჯობია, ჟალუზები თუ ორივე ერთად.

როცა რამეზე ვფიქრობ, ვცდილობ ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ ამ საკითხს აღარასოდეს მივუბრუნდე.  განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ბინას თუ სახლს ეხება. სახლი უნდა იყოს კომფორტული. კომფორტი კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაწყობდეს და გაკმაყოფილებდეს, ყველა დეტალი ხელს უნდა გიწყობდეს სრულ რეაბილიტაციაში, რასაც სახლში ყოფნის პერიოდში უნდა ახდენდე.

ფარდების +ები: ესთეტიკა, სიმყურდოვე, ბევრი ნაჭრები ფანჯრებზე ხმაურს შთანთქამს (ესეც სიმყურდოვეში გადის ალბათ).

ფარდების -ები: ხმაურთან ერთად მტვერსაც შთანთქამს და აგროვებს, მოვლის სირთულე (ჩამოხსნა, გარეცხვა, გაუთავება, დაკიდება), გარეშე თვალისაგან სრული იზოლაციისთვის საჭიროა ორმაგი — სქელი და თხელი ფარდა.

ჟალუზების +ები: მოვლის სიმარტივე, დახურულ მდგომარეობაში გარედან არ ჩანს რა ხდება სახლში.

ჯალუზების -ები: შედარებით ნაკლები ესთეტიურობა.

რა თქმა უნდა სერჩი ამოვქოქე და უამრავი მოსაზრება ვნახე ამ საკითხზე. ეს კი ყველაზე მეტად მომეწონა და გავიზიარე კიდეც:

Curtains and blinds serve two different purposes in my view. Blinds are for privacy. You close them to keep the outside in check, whether it is because there is too much sunlight, or it is dark outside and you do not want to be on the stage, so to speak, in the evening.

Curtains on the other hand, are used for aesthetic purposes as mdt mentioned above, but partially they also give a little privacy too. During the day when you open your blinds you can not see fully from the outside through the semi-translucent curtains. To me a window with blinds and without curtains looks naked.

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გავაკეთებდი თეთრ, ალუმინის ჰორიზონტალურ ჟალუზს და თხელ, ნახევრად გამჭვირვალე ფარდებს. ჟალუზი “დიოს” შევუკვეთე და არც მინანია. 2 სამუშაო დღეში დაამზადეს და 15 წუთში დაამონტაჟეს, მომცეს საგარანტიო ტალონი და გამაცნეს მოხმარების და მოვლის წესები.

ფარდებამდე ჯერ არ მივსულვარ. შემდეგი ეტაპი სამზარეულოს განათებაა.

About these ads

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Kate said, on January 22, 2010 at 03:19

    აუ ასეთ რაღაცაზე მეც მომიწევს მალე დაფიქრება. :(

  2. ბაჩო said, on February 14, 2010 at 09:01

    ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, ეგ უნდა მეთქვა რაც ბოლო აბზაცში წერია

    ვამაყობ რომ გიცნობ :)


Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: