ეგოისტური ბლოგი

სერიალი მკვლელი

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 12, 2013

თუ ახალი ფილმების ნახვისას სულ უფრო იშვიათად მოგწონთ ფილმი, სულ უფრო ხშირად გაქვთ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, გეჩვენებათ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და უცებ მთავრდება, თუ მთავარი გმირის არათუ შეყვარება, კარგად გაცნობაც ვერ მოასწარით, სავარაუდოდ სერიალების სინდრომი გჭირთ.  გუშინ მივხვდი. შეიძლება სხვებიც მიხვდნენ უკვე. შეიძლება კინოინდუსტრიის მამებიც მიხვდნენ რაღაცას, ხელი ჩაიქნიეს, თეთრი იახტების გემბანზე რბილ შეზლონგებში გაგორდნენ, ცალ ხელში სიგარით, მეორეში ყინულიანი ვისკით და ოქროს ბეჭედით არათითზე, მზისგან თუ სიბრაზისგან თვალმოჭუტული, მდუმარედ გვიცქერენ ჩვენ, დაკარგულებს. და აღარ აკეთებენ კარგ ფილმებს.

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. garfge said, on ოქტომბერი 16, 2013 at 11:25

    წლევანდელებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

  2. noemberi said, on ოქტომბერი 17, 2013 at 09:25

    წლევანდელი ანუ: წელს რაც დამთავრდა (რასაც ვუყურებდი თითქმის ყველა დამთავრდა წელს 😦 ), თუ წელს რაც დაიწყო, თუ წელს რას ვნახე? ჯერჯერობით რაც მინახავს ყველა სერიალს შორის ყველაზე მეტი “სოპრანოზე” მიფიქრია.
    და შენ, გარფ?

  3. garfge said, on ოქტომბერი 17, 2013 at 11:28

    ფილმები ვიგულისხმე) სერიალებს საერთოდ არ ვუყურებთქო ვერ მოვიტყუები, მაგრამ უმეტესობა არ დამიმთავრებია – მბეზრდება რამდენიმე სერიის/სეზონის შემდეგ) გამონაკლისი ძირითადად BBC-ს სერიალებია – როგორც წესი მოკლე და ხარისხიანი. აი ფილმებს რაც შეეხება, კი ვუყურებ ბევრს, მაგრამ არ მამახსოვრება ხოლმე თითქმის არც ერთი. შეიძლება მათი ხარისხი არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ) ამიტომ წელიწადნახევარია სახლში ინტერნეტი გავთიშე და კითხვით და მუსიკით შემოვიფარგლები.

  4. noemberi said, on ოქტომბერი 17, 2013 at 21:51

    ოჰო! ჩემი ნაცნობებიდან ჯერ არ შემხვედრია ადამიანი ვინმეს მოეხერხებინოს ინტერნეტისგან იზოლაციაა, დიდი სურვილის მიუხედავად. პირიქით, ვინც ასეთუისე იზოლირებული იყო ისნიც კი ერთმანეთის მიყოლებით თავით ეშვებიან ამ მორევში. პოხვალ’ნო!
    ფილმებზე: ბიბისის სერიები მეც ბევრი მაქვს და ძალიან მიყვარს. ზოგი ძალიან ძველია, 80-იანი წლების. ახალი ფილმებიდან არაფერიც არ მომეწონა ისე რომ 5 ბალიანი სისტემით 4-ით მაინც შემეფასებინა. 5-ით ერთეული ფილმები მაქვს შეფასებული, ამიტომაც დავწერე ეს პოსტი. მგონია რომ პრობლემა ჩემშია.

  5. garfge said, on ოქტომბერი 18, 2013 at 13:05

    ნუ მთლად იზოლირებული არ ვარ, სამსახურში მაქვს) ეხ. ჩავუჯდები ისევ ძველ ფილმებს, გავიხსენებ როგორ დავფრინავდი მოსკოვში 27 მანეთად

  6. Sophie SUNNY Golden said, on ოქტომბერი 20, 2013 at 14:23

    Mixaria wera rom ganagrze, sheni blogi adre chemi favoriti iyo.

    Filmebze kidev ra vtqva, wlebia axali araferi minaxavs. Bolos “Detachment” vnaxe Brody-s xatrit da gaamartla, tumca gmirebi arc iq gauxsniat bolomde :-/

  7. noemberi said, on ოქტომბერი 20, 2013 at 22:55

    მადლობა 🙂
    მეც ნანახი მაქვს და მახსოვს რომ მომეწონა. სამწუხაროდ, ფილმების უმრავლესობა მალე მავიწყდება, მაგრამ მახსოვს ემოციები.

  8. noemberi said, on აპრილი 23, 2014 at 07:03

    მომეწონა ძლივს რაღაც! თან ძალიან. http://www.imdb.com/title/tt1706620/


კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: