ეგოისტური ბლოგი

Ад на земле

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 20, 2013

თბილისში გოგო დაიკარგა. წერილი დატოვა და მშობლებს სუიციდზე მიანიშნა. გაქრა, ვერც მკვდარს პოულობენ, ვერც ცოცხალს. კვალსაც კი ვერ მიაგნეს. 2 დღეა ამაზე ვფიქრობ და მეშინია ჩემი შვილის, რომელიც ჯერ არ არსებობს.

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Sophie SUNNY Golden said, on ოქტომბერი 20, 2013 at 14:18

    Codoebi arian mshoblebi, magram shvilis agzrda iseti znelia, adamianma jer sakutar tavze unda imushaos bevri da shvilebze mere ifiqros. Tumca yoveltvis esec ar amartlebs :-/ imedia, ipovian im gogos, cocxals da jansags.

  2. noemberi said, on ოქტომბერი 20, 2013 at 22:39

    როდისაა მზად ადამიანი შვილის აღსაზრდელად? რიტორიკის გარეშე. როგორ მივხვდეთ? მგონია რომ რაც უფრო პატარა ხარ მით უფრო ადვილი გეჩვენება ეს ყველაფერი.

  3. garfge said, on ოქტომბერი 21, 2013 at 19:05

    არც ისე დიდი კავშირია ჩემი აზრით ასაკსა და მზაობას შორის) რაღაც დონეზე არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ასაკი არ არის გადამწყვეტი. ნუ ეს ჩემი 13-წლიანი მამობის გადასახედიდან) და პატარა ასაკში მართლაც უფრო ადვილი ჩანს ყვალაფერი, მაგრამ ასაკი “სასათბურე” ან მათთან მიახლოვებულ პირობებში თუ გემატება, დიდად არ იცვლება არაფერი)

  4. noemberi said, on ოქტომბერი 21, 2013 at 22:57

    @garfge
    “სასათბურე” პირობებში რას გულისხმობ?

  5. garfge said, on ოქტომბერი 23, 2013 at 11:04

    როდესაც ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრებისეული გამოცდილება დიდად არ მატულობს. მაგალითად, როგორც ჩვენთან მიღებულია, როდესაც მშობლებთან, მათ კმაყოფაზე აგრძელებენ ცხოვრებას) imho თავისთავად)

  6. noemberi said, on ოქტომბერი 24, 2013 at 00:50

    “სასათბურე პირობები”-ს გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ადრე ასაკში შვილის გაჩენა. არამგონია რეალურად არსებობდნენ კატერინას მსგავსი (“Москва слезам не верит” გამახსენდა) ადამიანები, ქართულ რეალობას მორგებული. იცხოვრო დამოუკიდებლად (თუნდაც იდეალურ მეუღლესთან ერთად), იყო კარგი დედა, მეუღლე, ქალი, პიროვნება — შეუძლებელია, როცა შვილს აჩენ პატარა ასაკში. თუ “სასათბურე პირობებში” ხარ, ანუ ვინმე გეხმარება ფიზიკურად ან ფინანსურად, კიდევ არის ამის შანსი, თუმცა მაინც არამგონია.

  7. garfge said, on ნოემბერი 1, 2013 at 14:08

    ყველაფერი ერთად ნებისმიერ ასაკში შეუძლებელთან ახლოს არის) სასათბურე პირობებში დახმარება არ მიგულისხმია – ბავშვის გაჩენამდე ადამიანს თავის თავზე ზრუნვა საერთოდ რომ არ უწევს და მის ნაცვლად ამას მშობლები (ან კიდე ვინმე) აკეთებენ, ამას ვამბობ) ასაკის მიუხედავად შეიძლება ან იყო მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი, ან არა)


კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: