ეგოისტური ბლოგი

ქართველი

სად არ ყოფილა, რა არ უნახავს. “ცხელ წერტილშიც” და ცივშიც. ისეთ ცივში, თერმომეტრზე ტემპერატურა ნულს რომ იშვითად ასცდება ხოლმე. ძირითადად მარტო, სამსახურის გამო. დასასვენებლადაც ხანდახან, მაგრამ იშვიათად. ისეთი ტემპი აქვს აღებული მოსადუნებლად დრო ენანება. ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეული შვილი, მამა, ქმარი და ძმა ერქვას. იმდენი დრო აქვს გაფლანგული…

მანამდე კი იყო თბილისი, 90-იანები, სიბნელე და სიცივე, უმიზნობა, უბანი, მეგობრები, სასმელი და მოსაწევი. მერე როგორღაც შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და მიზანი გაუჩნდა, თუ იპოვა.

ახლა სხვა ადამიანია, ისეთი, როგორადაც ზრდიდნენ. ოჯახის ბურჯი, ძმაკაცების პატრონი  და ნათესავების იმედი. ერთი ისაა, თვითმფრინავი რომ საქართველოს ცაში აიჭრება რაღაცნაირ შვებას გრძნობს ხოლმე და ამის გამო სინდის ტანჯავს.

კაცი ნაპირზე

არის მასში რაღაც მეფური და ველური. იგი აფრიკის სავანების ქარს მიყურადებულ თეთრ ლომს ჰგავს. ფერფლისფერი, ჭაღარაშერეული თმა, ლურჯი თვალები და დაუდევრად შეკრეჭილი ბლანჟე ჩიბუხს ითხოვს— ასეთი წარმომდეგინა ბავშვობაში შორეული ნაოსნობის კაპიტნები. მაღალია და ცოტა ზანტი. ხავსივით შეპარვია სხეულს სიმსუქნე. არსად ეჩქარება და არაფრის ეშინია, დასაკარგი უკვე დაკარგა. მზერა აქვს — უშიშარი, ცივი და ცოტა უტიფარი. ასეთებზე ამბობენ “ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო”. საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღირს, თუმცა მეგობრის გვამი ზურგით ატარა, რომ მიწისთვის მიებარებინა უსაფრთხო ადგილას. იგი ბურთა შთამომავალია და ოკეანის ნაპირზე ცხოვრობს ნახევრად დამწვარ სახლში.

ნული

2 წელი იჯდა ჩემს გვერდით. მერხზე. თითქოს ჯიბრზე მაინცდამაინც მე მომისვა კლასის დამრიგებელმა, არადა რა იცოდა, რომ მოვწონდი და ამის გამო მძულდა. ხო, ერთი წლით ადრე გავიგე, ჩვენი კლასის 2 ყველაზე წყალწაღებულს ჩემს გამო უჩხუბია. “წყალწაღებული” ყველა მნიშვნელობით. ჯერ ისედაც ჩემს კლასელ ბიჭებს არ ვწყალობდი, საერთოდ სხვა რასად, განუვითარებელ არსებებად მიმაჩნდა  : ))) და ესენი ხომ საერთოდ. (more…)

a-la housewife

დღეს პირველად ვნახე, მაგრამ რადგან ჩემი ყურადღება მიიქცია, გადავწყვიტე მისთვისაც გამომეყო ადგილი ჩემი “ვერბალური პორტრეტების” გალერეაში.

ხომ არსებობენ ქალები, რომ ვერ იტყვი მათზე ლამაზიაო, მაგრამ აქვთ რაღაც, რაც გიზიდავს. ისეთი ქალებიც არსებობენ რომ ვერ იტყვი ლამაზი არააო, მაგრამ რაღაცნაირი უფერულები არიან და შეუმჩნევლები. ის კი არც ლამაზია, არც შარმი აქვს. უფრო მეტიც, რაღაც გაღიზიანებს მასში.

(more…)

გოგენის ქალი

მაღალია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე იაროს.

ფეხები კისრიდან ეწყებაო ასეთებზე ამბობენ ალბათ.  მუქი ფერების მიუხედავად შეიძლება არაქართულმა გენებმა დაასაჩუქრეს ასე გულუხვად.

ალბათ ცეკვავდა თავის დროზე, იმიტომ რომ დამახასიათებელი სიარულის მანერა აქვს.

ხშირად გადაწეულ და კეფაზე შეკრულ თმას ატარებს. ასეთ დროს მისი პროფილი ეგვიპტურ ფრესკაზე ნანახ (more…)

კაცი-ვაცი

შავგვრემანი. ან იქნებ ხორბლისფერი უფრო ეთქმის.

თაფლისფერი, მომწვანო თვალებით. სწორი ცხვირი. თხელი ლოყები  და გამოკვეთილი ყვრიმალები.

ღიმილი უხდება, ვერაფერს იტყვი.

მაღალი შუბლი, მსუბუქად შემელოტებული საფეთქლებით.

ვარცხნილობა კლასიკური, დაბალზე.

აღნაგობა მკვეთრად სპორტული. ფართო მხრებითა და ზომიერად განვითარებული მუსკულატურით. წონა, სავარაუდოდ, იდეალური.

სეზონურად რუჯი (загар). ზაფხულში სხეულის ყველა ხილულ ადგილას, ზამთარში — სახეზე, სპორტული სათვალეების ანაბეჭდით.

ვერ იტყვი, რომ თავს გადამეტებულად უვლის, მაგრამ სულ ფორმაშია.

IQ ინდექსი სავარაუდოდ არაშთამბეჭდავი.  თუმცა საუბრის აკადემიური მანერით იგივე მაჩვენებლის მქონეზე ეფექტის მოხდენას ახერხებს.

სუსტი სქესი მისი სისუსტეა და შეიძლება ითქვას, ამაყობს ამით. ყოველ შემთხევვაში, რომ არ მალავს ნათელია. აკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ იყოს შემჩნეული და აღიარებული. ხანდახან ვფიქრობ, რომ მეტი საქმე არ აქვს ცხოვრებაში.

მიეკუთვნება მამაკაცების იმ კატეგორიას, ვისაც ქალი-მეგობარი, როგორც მეგობარი, არ ჰყავს.