ეგოისტური ბლოგი

უკატესი

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on იანვარი 12, 2012

მშრალ ხიდზე რომ სურათების გამოფენა-ბაზრობაა ხომ იცით? აი ის რომ ძველ თბილისში ღვინის აღმართზე გადაიტანო და დააგრძელო დაახლოებით ასე გამოიყურება “ანდრეევსკი სპუსკი” — კიევის ალბათ ყველაზე კოლორიტული ადგილი. რამდენიმე სუვენირი ვიყიდე და იქვე,  სურათების გამყიდველი ქალის კალთაში ეს “დამა” შევნიშნე. გადაღების წინააღმდეგი არათუ არ იყო, კამერის დანახვაზე პირობითრეფლექსადქცეული პოზა მიიღო მედიდურად და აუღელვებლად. პატრონმა პირობა ჩამომართვა, რომ “ინტერნეტში გავუშვებდი” და აი, ვასრულებ.

 

ნაწ. III

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on სექტემბერი 15, 2009

როგორც იქნა.

ღრუბლიანი ცა და ღრუბლისფერი ზღვა

IMG_0530

გინახავთ სკუტერი მარტინის ჭიქაში? 😀

IMG_0534

… და არცერთი იგივე.

IMG_0531

One more sunset.

IMG_0536

ამჯერად ბათუმის ბულვარიდან.

IMG_0538

ბათუმის მოცეკვავე ფანტანის აუდიო ნომერი.

IMG_0543

ეს კი 3დ  ნომერი.

IMG_0547

შესაშურად სუფთა წყალი იყო.

IMG_0556

ქართული პლიაჟის რომანტიკა.

IMG_0564

რა უნდა იყოს უფრო შესაფერისი სახელი ბენზინგასამართი სადგურისთვის? 😀

IMG_0565

ესეც “სოკრატი”. კარგად არ ჩანს.

IMG_0566

ნაწ II

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on სექტემბერი 6, 2009

როგორც იქნა მოვიცალე. მაშ ასე, გადავინაცვლოთ  მზიან (თუ გაგიმართლა) აჭარაში.

ამ სურათს ზამთარში შევხედავ ხოლმე.

ძალიან მომწონს ეს ხედი, 3 სხვადასხვა ფერის მთა.

IMG_0482

გონიოს სანაპირო. ხედი სასტუმროს აივნიდან. ცენტრში ბარ “ვიტამინის” შესასვლელი, სადაც უსაშინლესი მომსახურებაა და ოფიციანტები იტყუებიან.

IMG_0489

ერას ტბა და ახალი სასტუმრო შერატონი, რომელიც აჭარის სანაპიროს ყველა წერტილიდან ჩანს. მიუხედავად ხედის სილამაზისა, ტირიფის ქვეშ მიგდებული ერთჯერადი პარკი მიგახვედრებთ, რომ ეს საქართველოა.

IMG_0497

ასეთი საინტერესო და ორიგინალური ღობე აქვს ბათუმის ზოოპარკს.

IMG_0493

ალბინოსი კენგურუ, რომელიც ბოცვერს უფრო ჰგავს.

IMG_0496

“დატყვევებული ბუნება”. როგორ ჟღერს? 🙂

IMG_0510

ისევ ერას ტბა. რას ნიშნავს ეს “ერა” მაინც ვერ გავიგე.

IMG_0516

ლამაზი აივანია, არადა ეს მცენარეები უქოთნოდ იზრდებოდნენ,  კაკ ნე სტრანნო. სურათის ხარისხზე ბოდიშს ვიხდი.

IMG_0517


მგონი ბათუმის ყველაზე ლამაზი შენობაა.

IMG_0519

იძულებული ვარ დანარჩენი მესამე ნაწინალ გავაკეთო. ბევრი ფოტო დამრჩა და ძალიან ნელა აბამს.

მარშრუტი: თბილისი-ქვიშხეთი-ბორჯომი-ბაკურიანი-ბათუმი-გონიო. ნაწ.I

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on სექტემბერი 2, 2009

ალბათ ყველაზე გრძელი სათაურია ქართული წორდპრესის ისტორიაში 🙂

სადღაც ოკამთან ჩემი ყურადღება თოვლიანმა კავკასიონმა მიიქცია.

IMG_0414

ასე გამოიყურება “კუკუშკას” ახალი ვაგონი, რომლის ბილეთიც 1 ლარით მეტი ღირს და რომელსაც ძველისგან განსხვავებით სარკმელი ისე მაღლა აქვს, რომ კისერი ძალიან უნდა დაიგრძელო, რომ თავი გაყო. არადა მთელი მუღამი მაგაშია 🙂

IMG_0418

ქართული რკინიგზის ფერხორციანი წარმომადგენლები 🙂

IMG_0421

ასე ეპატიჟებოდა ეს ბებო ყველას თავისი მზესუმზირის საყიდლად.

IMG_0422

რაც არ უნდა საოცარი იყოს, სწორედ სურათის მარჯვენა კუთხეში  მიმაგრებული ჩაქუჩით უნდა ჩაამტვრიოთ ეს ორმაგშუშიანი სათადარიგო გასასვლელი საჭიროების შემთხვევაში.

IMG_0423

გული მტკივა ამ გადამწვარი ტყეების დანახვაზე 😦

IMG_0424

ასეთი საინტერესო ზარი შევნიშნე ერთერთ სადგურზე.

IMG_0428

ბაკურიანის კოლორიტი, უცნაური წარმოშობის ავტომობილი.

IMG_0436

ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ჭერი.

IMG_0471

მტკვრის ხეობა. ხედი ქვიშხეთიდან.

IMG_0472

სრულად დადებას ვაპირებდი, მაგრამ  ბევრი ფოტოა კიდევ დარჩენილი.  თან მეზარება.

ამიტომ 2 ნაწილად გავაკეთებ.

16.08.09

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on აგვისტო 16, 2009

ჩემს კორპუსთან, გზის პირასაა. არ ვიცი რა ხეა, მაგრამ ყველაზე ადრე იცვლის ფერს და მთლიანად ოქროსფერი ხდება. დღეს პირველი ყვითელი ფოთოლი შევნიშნე და უკვე ვგრძნობ შემოდგომას .

IMG_0348

თბილისური ცისარტყელა

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on ივლისი 28, 2009

IMG_0228IMG_0227

პირველად ვნახე ცისარტყელას ორივე ფეხი ერთდროულად : ))

დეფიციტი

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on ივნისი 18, 2009

ახალ განყოფილებას ვამატებ.

“პრიკოლი” სურათები, რომელიც ცხოვრებაში მხვდება.

თუმცა ეს სურათი მაინცადამაინც სასაცილო არ უნდა იყოს, თუ ღრმად და საფუძვლიანად დავფიქრდებით.

თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკის ხელსაბანთან ასეთ სურათს იხილავთ. უკმაყოფილო პერსონალს აღშფოთებული ტონის ხაზგასასმელად ბოლოში “!”-იც დაუსვამს.

Surati007