ეგოისტური ბლოგი

:yawn:

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 11, 2013

შემოვალ, თვალს მოვავლებ აქაურობას, ღრმად ჩავისუნთქავ ოდნავ სევდიან, შავ-თეთრ არომატს, რაღაცით ახალი გაზეთის სუნს რომ მაგონებს, ღრმა ბავშვობიდან შემორჩენილს, შეიძლება რამდენიმე ძველი უჯრაც გამოვაღო, და შეიძლება დამტვერილ მოგონებებსაც შევუბერო სული, ისევ გავიფიქრებ, რომ კარგი იქნებოდა უფრო ხშირად მოვიდე, რომ ეს აუტოფსიქოთერაპია კარგი იყო და ახლაც ძალიან მჭირდება, გავიფიქრებ და ისევ მთქნარებით დავალოგაუთებ.

ფრანები

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მაისი 8, 2013

ადამიანები სასტიკები ვართ ერთმანეთის მიმართ. მინდოდა დამეწერა “ზოგჯერ”, მაგრამ არა, ყოველთვის ასეა. საკუთარ მიზნებს და ოცნებებს მივსდევთ, როგორც ფრანებს. გავრბივართ თავაწეულები, ხელებგაწვდილები ვეპოტინებით. ამ დროს მთავარია ფრანს თვალი არ მოაცილო და სწორად მართო, თუ ხელს გიშლის ვინმე — მუჯლუგუნით მოიგერიო, წაქცეულს — გვერდი აუარო ან მარჯვედ გადაახტე. და ამ რბოლაში ისე ვთელავთ ერთმანეთს, სახეშიც კი არ ვუყურებთ, თვალებშიც კი ვერ ვასწრებთ ჩახედვას. გეშინია, რომ მოიხედო ფრანი გაგიფრინდება. ამ სევდიანი მარათონის ბოლოს კი აღარავინ გრჩება, რომ გამარჯვება მოგილოცოს.

***

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მაისი 6, 2013

დღეს აღდგომაა.  უცებ ძალიან მომინდა წერა. უსაგნოდ. უმიზეზოდ. ალბათ ისევ საკუთარ თავთან ურთიერთობის დეფიციტია. ამასწინათ ძველ პოსტებს გადავავლე თვალი. ბევრი მომეწონა, ბევრზე გამეღიმა. საერთო ჯამში კი გავიფიქრე, რა კარგია რომ ოდესღაც ამ ბლოგის წერა დავიწყე. ნახულობ ძველ ფოტოსურათებს და ვიდეოჩანაწერებს, იგონებ ძველ ამბებს მეგობრებთან ერთად ან მარტო, იხსენებ ძველ დროს, ძველ “შენ”-ს. მაგრამ ძველი დღიურის/ბლოგის წაკითხვას სულ სხვა ემოცია მოაქვს. შეიძლება “შენ” ისე უცხო მოგეჩვენოს…

დღეს აღდგომაა. წლებთან ერთად შემოვიდა ჩემში ეს დღესასწაული და ბავშვობისდროინდელი ახალი-წლის ბრწყინვალება შეცვალა. რაღაცნაირად, სულის ზეიმია. რაღაცნაირად ამ დღეს ვარ ტრადიციებთან ყველაზე ახლოს. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ტრადიციები თავსმოხვეული ვალდებულებაა და მხოლოდ გზღუდავს. მაგრამ ბოლო დროს მათი ფსიქოთერაპიული ეფექტი აღმოვაჩინე. ინარჩუნებ ძველს — თითქოს ათვლის წერტილთან კავშირს არ კარგავ, თითქოს რაღაც კარგის დავიწყების საშუალებას არ აძლევ საკუთარ თავს, თითქოს ყველაფერი კარგადაა.

დღეს აღდგომაა და ყველაფერი კარგადაა.

უკატესი

Posted in რასაც მე ვხედავ by noemberi on იანვარი 12, 2012

მშრალ ხიდზე რომ სურათების გამოფენა-ბაზრობაა ხომ იცით? აი ის რომ ძველ თბილისში ღვინის აღმართზე გადაიტანო და დააგრძელო დაახლოებით ასე გამოიყურება “ანდრეევსკი სპუსკი” — კიევის ალბათ ყველაზე კოლორიტული ადგილი. რამდენიმე სუვენირი ვიყიდე და იქვე,  სურათების გამყიდველი ქალის კალთაში ეს “დამა” შევნიშნე. გადაღების წინააღმდეგი არათუ არ იყო, კამერის დანახვაზე პირობითრეფლექსადქცეული პოზა მიიღო მედიდურად და აუღელვებლად. პატრონმა პირობა ჩამომართვა, რომ “ინტერნეტში გავუშვებდი” და აი, ვასრულებ.

 

კაცი ნაპირზე

არის მასში რაღაც მეფური და ველური. იგი აფრიკის სავანების ქარს მიყურადებულ თეთრ ლომს ჰგავს. ფერფლისფერი, ჭაღარაშერეული თმა, ლურჯი თვალები და დაუდევრად შეკრეჭილი ბლანჟე ჩიბუხს ითხოვს— ასეთი წარმომდეგინა ბავშვობაში შორეული ნაოსნობის კაპიტნები. მაღალია და ცოტა ზანტი. ხავსივით შეპარვია სხეულს სიმსუქნე. არსად ეჩქარება და არაფრის ეშინია, დასაკარგი უკვე დაკარგა. მზერა აქვს — უშიშარი, ცივი და ცოტა უტიფარი. ასეთებზე ამბობენ “ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო”. საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღირს, თუმცა მეგობრის გვამი ზურგით ატარა, რომ მიწისთვის მიებარებინა უსაფრთხო ადგილას. იგი ბურთა შთამომავალია და ოკეანის ნაპირზე ცხოვრობს ნახევრად დამწვარ სახლში.

note

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on იანვარი 10, 2012

არასოდეს გამიკეთებია საახალწლო სურვილების სია.   შესაბამისად წლის ბოლოს არასოდეს შემიფასებია განვლილი წელი იმის მიხედვით რა ამიხდა/ რას მივაღწიე.  წელს გადავწყვიტე. აქ ჩავინიშნავ, ჩემთვის.

1. ფნებ.

2. პრფ.

3. შინ.

 

ფიქრი # 11

Posted in ფიქრები by noemberi on იანვარი 8, 2012

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა წიგნი გარკვეულ ასაკში უნდა წაიკითხო, ისევე როგორც ყველა გრძნობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უნდა გამოსცადო.  ესაა გამოცდილება. გამოცდილება არ არსებობს ცუდი და კარგი. ესაა “სავსე ცხოვრება”. ყველაფერი მოგონებებად ილექება ცნობიერში. ცხოვრების ბოლოს სულ ესაა რაც გრჩება. ადამიანი მაშინ კვდება, როცა მოგონებები უთავდება.

ფიქრი #10

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ივნისი 27, 2011

თავს იმ ვირივით ვგრძნობ ორ თივის ზვინს შორის შიმილით რომ მოკვდა. ცხოვრება უამრავ გზას გიჩვენებს, უამრავ საშუალებას გაძლევს, მე კი სულ მეჩვენება რომ რაღაცას ვერ ვიყენებ.

Tag Cloud

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მაისი 24, 2011

ვორდპრესი იმიტომ მიყვარს რომ Tag Cloud აქვს. ამოარჩიე ყველაზე მსუქანი სიტყვები და უკვე იცი ვინ წერს და რაზე.

night chat

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on იანვარი 6, 2011

hi
hello
so u r in Georgia?
yes
ok . your first location was Dominican Republic…and I thought u were in Dominican Republic.
no, I was not.  it was just a joke.
ok
u can delete me 🙂 no problem.
🙂 no, I’ll keep you
ok 🙂
too beautiful to be deleted
10x 😀
:*

—– note: The End

არადა, გუშინ ვუპირებდი წაშლას. დავტოვე. 😀