ეგოისტური ბლოგი

***

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მაისი 6, 2013

დღეს აღდგომაა.  უცებ ძალიან მომინდა წერა. უსაგნოდ. უმიზეზოდ. ალბათ ისევ საკუთარ თავთან ურთიერთობის დეფიციტია. ამასწინათ ძველ პოსტებს გადავავლე თვალი. ბევრი მომეწონა, ბევრზე გამეღიმა. საერთო ჯამში კი გავიფიქრე, რა კარგია რომ ოდესღაც ამ ბლოგის წერა დავიწყე. ნახულობ ძველ ფოტოსურათებს და ვიდეოჩანაწერებს, იგონებ ძველ ამბებს მეგობრებთან ერთად ან მარტო, იხსენებ ძველ დროს, ძველ “შენ”-ს. მაგრამ ძველი დღიურის/ბლოგის წაკითხვას სულ სხვა ემოცია მოაქვს. შეიძლება “შენ” ისე უცხო მოგეჩვენოს…

დღეს აღდგომაა. წლებთან ერთად შემოვიდა ჩემში ეს დღესასწაული და ბავშვობისდროინდელი ახალი-წლის ბრწყინვალება შეცვალა. რაღაცნაირად, სულის ზეიმია. რაღაცნაირად ამ დღეს ვარ ტრადიციებთან ყველაზე ახლოს. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ტრადიციები თავსმოხვეული ვალდებულებაა და მხოლოდ გზღუდავს. მაგრამ ბოლო დროს მათი ფსიქოთერაპიული ეფექტი აღმოვაჩინე. ინარჩუნებ ძველს — თითქოს ათვლის წერტილთან კავშირს არ კარგავ, თითქოს რაღაც კარგის დავიწყების საშუალებას არ აძლევ საკუთარ თავს, თითქოს ყველაფერი კარგადაა.

დღეს აღდგომაა და ყველაფერი კარგადაა.

წერტილი წრფეზე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on მარტი 1, 2009

რაც თავი მახსოვს, მინიმუმ ორჯერ წელიწადში ამ გზას გავდიოდით. ერთხელ სააღდგომოდ, მეორედ ზაფხულში, რამდენიმე კვირის სოფელში გასატარებლად. გზა  ხეობაში მიდიოდა, პატარა მდინარეს მიუყვებოდა. არ მიყვარდა ეს გზა. ერთიდაიგივე პაიზაჟი მალე მბეზრდებოდა. ხეები, ხეები… არაფერი საინტერესო. (more…)