ეგოისტური ბლოგი

მოკლე პოსტი სიახლეზე

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ოქტომბერი 8, 2009

აჰჰ.. ვეღარ ვიცლი ბლოგისთვის, კიარადა ლამის ინტერნეტისთვისაც.

უცებ მომინდა პატარა პოსტი მაინც შემომეგდო.

მოკლედ, ახალი “გასართობი” მაქვს. ახალ სახლში გადავდივარ, უფრო სწორად პირველ საკუთარ სახლში.

“საკუთარი” და მითუმეტეს “სახლი” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

გამახსენდა… დავწერე ამაზე თითქმის 1 წლის წინ.

ხოდა ამჯერად ჩემი სამყარო უნდა შევქმნა. “შექმნის” პროცესს პერიოდულად გავბლოგავ 🙂

4 კედელი ანუ ჩემი პლანეტა

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ნოემბერი 30, 2008

კედლებს მიღმა სხვა სამყაროა. უფრო სწორად ამ კედელს შორისაა სხვა სამყარო და ის ჩემია, ჩემით დამუხტული. დიახ, ისაა სხვა და დანარჩენი სამყარო სულ ერთნაირია. სხვა პლანეტაა, სხვა განზომილება.

ზღურბლთან მთავრდება რუხი ურთიერთობები და შიგნით მხოლოდ თბილი და ფერადი აღწევს. მის კედლებზე იმსხვრევა რეალობის ტალღები.

რასაც ამ კედლებში ვეძებ, ეს სიმყურდოვეა, რომელსაც თავისი სუნი და ტემპერატურა გააჩნია. ეს სუნი ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როცა საღამოს სკოლიდან დაბრუნებულს დედა სახლში მხვდებოდა და სადილს აკეთებდა. არა, გასტრონომიულ სუნებთან მას საერთო არაფერი აქვს.

ჩემი პლანეტა მოგონებებითაა დასახლებული. ყველა ნივთი, თუნდაც სრულიად უმნიშნელო რაღაც პერიოდთან და მოგონებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ისინი არ მაძლევენ საშუალებას დავივიწყო, რომ სხვა დროც არსებობდა.

და რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები, რომ შენი სახლი არამარტო ციხესიმაგრეა, ნავსაყუდელია, არამედ ის სამყაროა, რომელიც შენ შექმენი და რომელიც შენით ცოცხლობს. და ალბათ ზუტად ისეთია, როგორსაც იმსახურებ.