ეგოისტური ბლოგი

ნეგატივი

Posted in დღიური, ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on აგვისტო 15, 2009

გადავწყვიტე დღეს ადრე დავიძინო. უფრო სწორად, იძულებული ვარ ადრე დავიძინო. და საერთოდ, მთელი მომდევნო კვირა დაძაბულ რეჟიმში მომიწევს ცხოვრება-მოღვაწეობა. სამაგიეროდ მერე დავისვენებ, აუცილებლად წავალ ნ-სთან ქვიშხეთში. იმედია ცოტა მაინც დათბება, თორემ ეს უკვე სასაცილო აღარაა.

როგორმე უნდა გადავიტანო მომავალი კვირა. ამისთვის კი კვირას კარგად უნდა დავისვენო. ანუ მთელი დღე სახლში + კომპიუტერი + წიგნი, ჩემი კარგად დასვენება ხომ ესაა. მაგრამ არ მინდა წინასწარ გეგმების დაწყობა, ცუდად მაქვს დაცდილი.

დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ნახევარი დღეა მასზე ვფიქრობ. ჩემს ბლოგროლში არის და ე.ი. მის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი. ამ ამბის გაგებისთანავე ლინგვისტუსის ერთი პოსტი გამახსენდა, რომელიც თავის დროზე შორეულ მომავალზე დაწერილი მომეჩვენა.

ორშაბათს ჩემს ინტენსიურ დ ახლო ურთიერთობასაც თუ ჩავთვლით პოლიციასთან, ეს კვირა ჯერჯერობით ისევე მძიმედ გრძელდება, როგორც დაიწყო.

პ.ს. ფოტო განწყობისთვის, თორემ ნამეტანი რუხი პოსტი გამოვიდა 🙂

IMG_0170

ერთი ფოტოს ისტორია

Posted in უბის წიგნაკი by noemberi on თებერვალი 26, 2009

ამ ისტორიას ლებედევის ბლოგზე წავაწყდი. პირველი სურათი 1985 წელს, პაკისტანში განლაგებულ ავღანელთა ბანაკში გადაიღო ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სტივ მაკკერიმ. გოგონა დაახლოებით 13 წლის იყო და ეს მისი პირველი და ერთადერთი ფოტო იყო მანამ, სანამ ფოტოგრაფმა 2002 წელს მისი მოძებნა არ გადაწყვიტა. პოპულარული ფოტო ჟურნალ National Geographic-ის ყდიდან “ავღანელი გოგონას” სახელით იყო ცნობილი, მისი ვინაობა კი არავინ იცოდა. და აი, 17 წლის შემდეგ იგი თავიდან აღმოაჩინა მაკკერიმ. შარბათ გულა — ასე ექრვა გოგონას პაშტუნის ტომიდან, რომელიც გამოირჩევა ომის “სიყვარულით” ავღანურ ტომებს შორის. ფოტოებს შორის 17 წელიწადია, ავღანელი ქალის ცხოვრების 17 წელიწადი, რომელსაც არცერთი ბედნიერი დღე არ ახსოვს, საკუთარი ქორწილის დღის გარდა.

P.S. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ამ ფოტოებს… იმდენი ემოცია აღმიძრა, თავს ვერ ვუყრი.

gula23

gula14