ეგოისტური ბლოგი

ქართველი

სად არ ყოფილა, რა არ უნახავს. “ცხელ წერტილშიც” და ცივშიც. ისეთ ცივში, თერმომეტრზე ტემპერატურა ნულს რომ იშვითად ასცდება ხოლმე. ძირითადად მარტო, სამსახურის გამო. დასასვენებლადაც ხანდახან, მაგრამ იშვიათად. ისეთი ტემპი აქვს აღებული მოსადუნებლად დრო ენანება. ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რომ ღირსეული შვილი, მამა, ქმარი და ძმა ერქვას. იმდენი დრო აქვს გაფლანგული…

მანამდე კი იყო თბილისი, 90-იანები, სიბნელე და სიცივე, უმიზნობა, უბანი, მეგობრები, სასმელი და მოსაწევი. მერე როგორღაც შეჩერდა, მიიხედ-მოიხედა და მიზანი გაუჩნდა, თუ იპოვა.

ახლა სხვა ადამიანია, ისეთი, როგორადაც ზრდიდნენ. ოჯახის ბურჯი, ძმაკაცების პატრონი  და ნათესავების იმედი. ერთი ისაა, თვითმფრინავი რომ საქართველოს ცაში აიჭრება რაღაცნაირ შვებას გრძნობს ხოლმე და ამის გამო სინდის ტანჯავს.

იყო და არა იყო რა, ბლოგზე უკეთესი რა იქნებოდა…

Posted in ბლოგური პონტები by noemberi on აგვისტო 4, 2009

იმედია დიალოგის მონაწილეები არ მიწყენენ : ))

A: Ise sul mainteresebda, es blogi ra xilia?! Kai pontia? Bavshvobashi klasels avyevi da dgiurs vcerdi, ramdeni kvercxobaa exla rom vkitxulob xolme 😀 😀
Egec egrea xo?

B: კი კი,  ეგრეა ზუსტად. ეგეთ ბლოგს მახათის პონტში ვწერ ხოლმე. მერე ძველ ნაწერებს რომ კითხულობ 2 ვარიანტი მოგდის თავში: “ვა ეს მე დავწერე?” და “რა დებილობაა”.

A: Aha, gansakutrebit roca kitxulob rom skolashi sxva bichi mogconda, ubanshi sxva da kide chatshi calke amala LOOL

B: განსხვავება ისაა, რომ ბლოგზე ბიჭების გარდა, სხვა ბევრ ნაგავსაც წერ. ე.წ. ტვინის “ატხოდებს”. :)))

A: Ho bunebrivia mashin meti atxodi ar mqonda etyoba 😀

C: ბლოგის ფილოსოფიას ზოგადად მეც ვერ ჩავწვდი, რაღც დღიურივითაა, წერენ თავის თავზე ან თავის ნააზრევს, რომელიც ვის რაში აინტერესებს, ან რატო, გაურკვეველია 🙂
მე არ მესმის არც ბლოგების მწერლების და არც წამკითხველების 🙂

B:  ზუსტად ისეთივე კომუნიკაციის საშუალებაა, როგორც ჩათი, სოციალური ქსელები, ოღონდ განსხვავებულ რეჟიმში.

C: ვითომ? ნუ ეხლა კომენტებს თუ ჩეთად იყენებენ, რასაც ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ეგ სხვაა, მარა ზოგადად ბლოგი მემგონი სულ სხვა რამეა.

B: ბლოგი არის საკუთარი ტერიტორია ვებსივრცეში. ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყენებს. ხომ არის პროფესიული ბლოგები. ჩემი ერთერთიც მათ შორის. ლიტერატურული ბლოგები, შემეცნებით-გასართობი (აგერ ლინგვისტუსის), ლიტერატურული… მოკლედ ბევრის საშუალებას იძლევა. მთავარია შეძლოს ადამინმა გამოყენება.

C: ხო ნუ არ ვიცი, არასოდეს არ მიუზიდივარ ბლოგებს და არც არასოდეს მიმიზიდავს 🙂
მე ბლოგი რაღაც ისეთად წარმომიდგენია, პატარაობაში გოგოებს რო დღიური ჰქონდათ ხოლმე და ეხლა ეს იმის ელექტრონული ვერსიაა, არც იმ დღიურების აზრი მესმოდა არც ამ ბლოგების აზრი მესმის, ალბათ ეს უფრო რაღაც ქალის ბუნებაში დევს, არ მიწყინოთ და ჭორიკნული ზახოდები :)))))))

B: ლოოოოლ მემგონი პროცენტულად ქრთველ ბლოგერებში ბიჭები მეტნი არიან :პ

A:  magasaa rom vchivi mec – raa es blogi tqua da… memgoni roca laparaki ginda da shens xasiatze aravin araa, magisi gamosavalia loooooool

B: აი მაგალითად არტემიი ლებედევის ბლოგი.http://tema.livejournal.com/ ნაღდად ვერ იტყვი რომ მეგობრობის დღიურია :)))

D: არადა ბლოგებმა ინტერნეტი შეცვალეს… 🙂

ფიქრი # 4

Posted in ფიქრები by noemberi on მაისი 17, 2009

…. გავა ბევრი დრო და რამდენიმე ადამიანის ბიოგრაფიის კითხვისას ალბათ შევხვდებით კიარადა შეხვდებიან  ფრაზას “ცნობილი ქართველი ბლოგერი და…”.