ეგოისტური ბლოგი

ეპიდემია Facebook

Posted in ყველაფერზე და არაფერზე by noemberi on ივლისი 20, 2009

facebook imagerფეისბუქი ჩემთვის იმ ტანსაცმელივითაა, შარშან სეზონზე რომ ვიყიდე და ერთხელ მეცვა სულ. სამაგიეროდ წელს ლამის გაუხდელად მაცვია. აი ხომ არის ხოლმე, რაღაცას ვერ მოირგებ, ვერ გაუგებ, გრძნობ რომ შენი არაა. მერე გადის დრო და აღმოაჩენ რომ მოგწონს, იმდენად, რომ  ფიქრობ “აქამდე ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდი”-ო.

მახსოვს, დაახლოებით შარშან ამ დროს მეგობარმა გამომიგზავნა ლინკი. დავრეგისტრირდი, მაგრამ ჯერ ერთი რომ  ფორმატი არ მომეწონა, მერე რაღაც მოუხერხებელი მეჩვენა. მოკლედ, დავამატე მეგობრები, ვითამაშე GeoChallenge და დავივიწყე კაი ხნით.

ახლა სოციალური ქსელებიდან მხოლოდ Facebook-ს ვიყენებ და შეყვარებული ვარ ფაქტიურად. ჩემი აზრით, ასეთი ქსელების მთავარ პრინციპს — connect and share ფაეისბუქი ყველაზე მიმზიდველად ახორციელებს.

პ.ს. აქ არ არის ნერვებისმომშლელი სარეკლამო ბანერები.